"ვირტუსი" "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა - შენგელიამ 20 წუთზე მეტი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 3 მარტს ევროლიგის 26-ე ტურში "ვირტუსი" "ფენერბაჰჩეს" ესტუმრა და 32 ქულის სხვაობით 72:104 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ მოედანზე 22.47 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 10 ქულით, 5 მოხსნითა და 5 პასით გამოიჩინა.

ამრიგად, "ვირტუსი" ევროლიგის ცხრილში 12 მოგებითა და 14 წაგებით მე-12 ადგილს იკავებს, სერჯიო სკარიოლოს გუნდი ჩემპიონატში 5 მარტს "ტორტონას" დაუპირისპირდება.

"ფენერბაჰჩე" 16 გამარჯვებითა და 2 მარცხით ევროლიგაში მე-2 ადგილზეა, დიმიტრის იტუდისის გუნდი მორიგ მატჩს 5 მარტს "მანისას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს,

რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე

altთორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

altშენგელიას 18 ქულა 19 წუთში და "ვირტუსი" იტალიის თასის გათამაშების ფინალშია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერგინ ატამან გვიყურე ეხლა მსოფლიო ჩემპიონატზე
საბა
20:19 04-03-2023
0
ამ ევროპის ჩემპიონატზე ყველა საკალათბურთო გვერდებზე ჩვენ დაგვცინოდნენ თურქები,როგორ უხაროდათ მონტენეგრომ რომ ჯგუფში ჩაგვტოვა ბაქლავაც კი გაუგზავნეს მონტენეგროელებს საჩუქრად, ამ ყველაფრის ფონზე როგორ ღირსეულად ეჭირად თავები ესპანელებს მსოფლიო ჩემპიონებს,ამიტომაც არიან ევროპაში პირველები,დაიმსახურეს ევროპის ჩემპიონობა ჩვენ კი მსოფლიოზე გასვლა!!!!!აი მონტენეგროელებს კი მოეკითხებათ ყველაფერი წინ არის!!!!!
გაგა
18:37 04-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული