შენგელიას 18 ქულა 19 წუთში და "ვირტუსი" იტალიის თასის გათამაშების ფინალშია

AutoSharing Option
იტალიის თასის გათამაშების ნახევარფინალში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ტორტონა“ 90:65 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ბოლონიური გუნდის მეტოქე სატიტულო მატჩში ჯერ არ გარკვეულა. "ბრეშასა" და "ვარეზეს" შორის გამარჯვებული შენგელიას გუნდს იტალიის თასს შეეცილება.

„ტორტონასთან“ შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 19 წუთში 18 ქულა ჩააგდო, 8-დან 7 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. 18 ქულას მან 3 პასი და 2 მოხსნა მიამატა. 20 ქულით მატჩის ბომბარდირი მარკო ბელინელი გახდა, რომელმაც 9-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

ფინალური მატჩი 19 თებერვალს გაიმართება, ხოლო შენგელია ბოლონიას
21 თებერვალს დატოვებს და გეზს ამსტერდამისკენ აიღებს, სადაც წინა დღით ჩასულ საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ჩვენებს 23 თებერვალს ნიდერლანდებთან პრინციპულ მატჩში დაეხმარება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული