ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებისგან კარგი გაკვეთილი მივიღეთ

AutoSharing Option
საბერძნეთთან გამარჯვებას ელადაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბერძნები, რა თქმა უნდა, თავიანთი გუნდის წაგებაზე წერენ ბევრს.

- საბერძნეთი-საქართველო 71:72 - ბუ! ბერძნები საბერძნეთში გავაოცეთ [VIDEO]

როგორც გიორგი შერმადინმა გვითხრა, ქართველებთან მარცხს მასპინძლები ძალიან გაუბრაზებია, ისინი ხომ ყველა ტურნირში საპრიზო ადგილებს გეგმავენ. საქართველოს ნაკრებთან წაგება კი მათ გეგმებში არ შედიოდა.

გუშინდელ მიმოხილვაში დავწერეთ: გიორგი შერმადინმა ბერძენ კოლეგებს გაკვეთილი ჩაუტარაო. თითქოს, ჩვენი პუბლიკაცია წაიკითხაო, ელინთა მწვრთნელმა კოსტას მისასმა ნამატჩევს გაკვეთილი ახსენა.

"საქართველოს ნაკრებისგან კარგი გაკვეთილი მივიღეთ. იგი ძლიერი გუნდია და მასთან შეხვედრა ევრობასკეტის
წინ სასარგებლო იყო. თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ქართველებთან დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ", - თქვა მისასმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული