NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბოშს წელს ვეღარ ვნახავთ?

AutoSharing Option
Yahoo! Sports-ის ინფორმაციით, "მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობა შეშფოთებულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერის კრის ბოშის ჯანმრთელობის მდგომარეობით და აპირებს დაარწმუნოს კალათბურთელი - გამოტოვოს სეზონის დარჩენილი ნაწილი.

გარდა ამისა, თავად ექიმები არ აძლევენ ფორვარდს უახლოეს დროში მოედანზე დაბრუნების რეკომენდაციას. როგორც იტყობინებიან, თავად ბოში მიმდინარე ჩემპიონატში თამაშის გაგრძელებას აპირებს და იმედი აქვს, რომ მალე დაუბრუნდება გუნდს.

ამ სეზონში ბოშმა 53 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 19.1 ქულა და 7.4 მოხსნა დააგროვა 33 წუთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული