NBA. რეგულარული ჩემპიონატი: თბილად დახვდნენ, მაგრამ მოუგეს

AutoSharing Option
დაიწყო კობი ბრაიანტის გამოსათხოვარი ტურნე ამერიკის ქალაქებში. დანიშნულების მორიგი პუნქტი იყო - "ლეიკერსის" ლეგენდის მშობლიური ფილადელფია. ადგილობრივ გუნდს გუშინდელ დღემდე 18 მატჩში 18 წაგება ჰქონდა. და პირველი გამარჯვება სეზონში სწორედ კობის გუნდის წინააღმდეგ მოიპოვა.

თავად ბრაიანტს ცუდად არ უთამაშია. ვეტერანმა 20 ქულა დააგროვა, აქედან 13 - პირველ მეოთხედში, მაგრამ პარტნიორებისგან სათანადო დახმარება ვერ მიიღო, ბოლოს კი თავადაც აერია მიზანი.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, "ფილადელფიას" ზედიზედ 28 წაგება ჰქონდა, რაც აბსოლუტური ანტირეკორდია ყველა ჩრდილოამერიკულ პროფესიულ ლიგაში.

* * *
როგორც
იქნა, "მემფისმა" დაიწყო ის თამაში, რომელსაც მისგან სეზონის წინ ელოდნენ. გუშინდელი დღის გმირი ამ გუნდის ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი აღმოჩნდა, რომელმაც 38 ქულა, 13 მოხსნა და 4 დაფარება შეასრულა "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ, გარდა ამისა, მარკმა 16-დან 16 საჯარიმო მოათავსა კალათში. ამით, ესპანელმა ლიგაში შედეგიანობის პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ციფრები
- "კლივლენდმა" საკუთარ მოედანზე წააგო "ვაშინგტონთან", რის შემდეგაც, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი გუნდია შინ დაუმარცხებელი - "გოლდენ სტეიტი" (10 მოგება) და "სან ანტონიო" (9).

- მოედანზე გატარებული წუთების რაოდენობით მესამე ადგილზე გადავიდა "მინესოტას" ვეტერანი კევინ გარნეტი. ფორვარდს 50 110 წუთი დაუგროვდა და ჯეისონ კიდს გაუსწრო.

კლივლენდი-ვაშინგტონი 85:97
24:27, 19:27, 24:26, 18:17
კ: ჯეიმსი (24+13 მოხსნა), დელავედოვა (15), სმიტი (13), მო უილიამსი (12), ტომპსონი (6+11 მოხსნა).
ვ: უოლი (35+10 პასი+5 ჩაჭრა), ბილი (18+9 მოხსნა+6 პასი), გორტატი (15+11 მოხსნა+4 დაფარება), დადლი (12).

ფილადელფია-ლეიკერსი 103:91
26:33, 24:25, 30:17, 23:16
ფ: კოვინგტონი (23), გრანტი (14+7 მოხსნა+4 დაფარება), ნოელი (14+9 მოხსნა), კენანი (12), ოკაფორი (12), ტომპსონი (12).
ლ: ბრაიანტი (20), კლარკსონი (19), რასელი (12), რენდლი (12+11 მოხსნა), ჰიბერტი (6+10 მოხსნა).

ბრუკლინი-ფინიქსი 94:91
25:20, 26:22, 19:31, 24:18
ბ: ლოპესი (23), ჯეკი (11+8 პასი), ლარკინი (11+8 პასი), ელინგტონი (11).
ფ: ნაითი (26+7 მოხსნა), ბლედსოუ (17+7 პასი), ლენი (13+14 მოხსნა), ტელეტოვიჩი (12).

მინესოტა-ორლანდო 93:96
14:21, 27:33, 26:22, 26:20
მ: უიგინსი (27), მარტინი (16), ლავინი (12), დიენგი (11+7 მოხსნა).
ო: ვუჩევიჩი (18+12 მოხსნა), ნიკოლსონი (15), პეიტონი (14+8 მოხსნა), ჰარისი (13), ოლადიპო (13), ფურნიე (12).

ნიუ ორლეანი-მემფისი 104:113
38:27, 27:37, 20:27, 19:22
ნ-ო: ევანსი (20+10 პასი), დევისი (17+14 მოხსნა+9 დაფარება), ანდერსონი (16+8 მოხსნა), ჰოლიდეი (12), კოული (11), აჟინკა (10).
მ: მ. გასოლი (38+13 მოხსნა+6 პასი+4 დაფარება), რენდოლფი (14), ლი (13), ბარნსი (13), კონლი (11), ჩელმერსი (11).

პორტლენდი-დალასი 112:115
18:27, 34:23, 21:24, 23:22, 16:19
პ: ლილარდი (25+10 პასი+8 მოხსნა), ლეონარდი (23+7 მოხსნა), ჰენდერსონი (20), კრაბე (18), მაკალუმი (11+5 პასი), დევისი (10+11 მოხსნა).
დ: უილიამსი (30+8 პასი+6 მოხსნა), ნოვიცკი (28+7 მოხსნა+6 პასი), მეტიუზი (18), ფაჩულია (14+21 მოხსნა), ვილანუევა (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული