NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბრაიანტი უფრო მეტია, ვიდრე "ფილადელფია"

AutoSharing Option
საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა ტელეკომპანია ESPN-მა საკუთარ "ტვირეტზე". "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მცველმა კობი ბრაიანტმა "ფილადელფია სიქსერზს" ყველა მონაცემით აჯობა.

კერძოდ, კარიერის განმავლობაში ლეგენდამ უფრო მეტი ფული გამოიმუშავა, უფრო მეტი ქულა დააგროვა და უფრო მეტი დრო გაატარა მოედანზე, ვიდრე "ფილადელფიას" ამჟამინდელმა მთლიანმა შემადგენლობამ.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი 20 წელია "ლეიკერსის" რიგებში გამოდის და ამ სეზონის შემდეგ ასრულებს კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული