NBA. რეგულარული ჩემპიონატი: მანუ ჯინობილი დაიმტვრა

AutoSharing Option
- "სან ანტონიო სპურსის" ვეტერანი მანუ ჯინობილი შვიდი-ათი დღის განმავლობაში ვერ დაეხმარება თავის გუნდს. არგენტინელი მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო გამოვიდა მწყობრიდან. მცველმა დაზიანება "მინესოტასთან" გუშინდელ მატჩში მიიღო.

- "ატლანტა ჰოქსის" ფორვარდი მაიკ სკოტი, რომელმაც "დენვერთან" ამასწინანდელ მატჩში მარცხენა ფეხი დაიზიანა, ხანგრძლივი დროით გამოაკლდა სეზონს. ექიმების პროგნოზებით, 26 წლის კალათბურთელი ლაზარეთში დაახლოებით ოთხ-ექვს კვირას გაატარებს.

- "ნიუ ორლეანის" მთავარი ვარსკვლავი ენტონი დევისი გუშინდელ სათამაშო დღეს ოთხმაგ დუბლს მიუახლოვდა. ცენტრმა "დენვერთან" მატჩი ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლებით
დაასრულა: 36 ქულა, 14 მოხსნა, 9 დაფარება და 7 შედეგიანი პასი.

- "კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა "ორლანდოსთან" მატჩში მარჯვენა მუხლი დაიზიანა. შეხვედრის მესამე მეოთხედში ფორვარდი ცუდად დაეცა პარკეტზე იმ დროს, როცა "მეჯიქის" კალათბურთელის, დუეინ დედმონის ტყორცნის ბლოკირებას ცდილობდა.

"ეს ძალიან უსიამოვნო ეპიზოდი იყო. ძალიან შემეშინდა, რადგან დიდი ხანია არ მქონია ასეთი უხერხული დაცემა. ჯერჯერობით არ ვიცი, შევძლებ თუ არა მომდევნო მატჩში მონაწილეობას. ყველაფერი ექიმების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ლებრონმა.

ოკლაჰომა-ჩიკაგო 109:100
17:15, 30:32, 28:23, 34:30
ო: უესტბრუკი (36+11 მოხსნა+6 პასი), კანტერი (18+18 მოხსნა), ადამსი (14+11 მოხსნა), უეიტერსი (11), ოგასტინი (11), მოროუ (11).
ჩ: მიროტიჩი (27), გასოლი (20+8 მოხსნა), ნოა (15+7 პასი), მური (12), ბრუქსი (11).

კლიპერსი-ჰიუსტონი 98:100
30:22, 20:36, 24:26, 24:16
კ: პოლი (23+5 პასი), ბარნსი (19), რედიკი (15+5 პასი), გრიფინი (11+11 მოხსნა+8 პასი), ჯორდანი (5+20 მოხსნა+4 დაფარება).
ჰ: ჰარდენი (34+7 მოხსნა+7 პასი), არიზა (19+9 მოხსნა), ჯონსი (16+12 მოხსნა), ბევერლი (11).

ნიუ ორლეანი-დენვერი 111:118 (2ო)
26:21, 21:29, 30:21, 24:30, 8:8, 2:9
ნ-ო: დევისი (36+14 მოხსნა+9 დაფარება+7 პასი), ევანსი (25+10 პასი+9 მოხსნა), გორდონი (16+5 მოხსნა), აშიქი (10+13 მოხსნა).
დ: ბარტონი (25+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფარიდი (20+10 მოხსნა), ლოუსონი (19+9 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნელსონი (18+6 პასი+5 მოხსნა), გალინარი (17).

სან ანტონიო-მინესოტა 123:97
29:23, 31:27, 33:13, 30:34
ს-ა: ლეონარდი (15+6 მოხსნა+5 ჩაჭრა), გრინი (13), ბელინელი (13), სპლიტერი (12+5 მოხსნა), ჯინობილი (11), პარკერი (11+8 პასი), დანკანი (10+6 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ჯოზეფი (10+7 პასი).
მ: მარტინი (19+5 მოხსნა), ლავინი (18+6 მოხსნა+6 პასი), უიგინსი (13+5 მოხსნა), პეინი (12+6 მოხსნა), დიენგი (10+6 მოხსნა), ბადინგერი (10), ჰემილტონი (9+10 მოხსნა+6 პასი).

ტორონტო-პორტლენდი 97:113
31:33, 22:31, 26:27, 18:22
ტ: დეროზანი (22+8 მოხსნა), ვალანჩუნასი (14+9 მოხსნა), უილიამსი (11), ვასკესი (10), ლაური (10+6 პასი), ა. ჯონსონი (10+7 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (24+10 მოხსნა+5 პასი), ლილარდი (23+5 პასი), აფლალო (14), ლოპესი (11+6 მოხსნა+3 დაფარება), ბატუმი (10+12 პასი+3 ჩაჭრა).

ლეიკერსი-ატლანტა 86:91
14:23, 24:18, 20:27, 28:23
ლ: ბუზერი (13+7 მოხსნა), კელი (13), კლარკსონი (10+8 მოხსნა+6 პასი), დევისი (7+13 მოხსნა).
ა: შრედერი (24+10 პასი), ჰორფორდი (21+5 მოხსნა+5 პასი), მაკი (18), ბეიზმორი (13+9 მოხსნა).

ორლანდო-კლივლენდი 108:123
28:26, 27:40, 31:34, 22:23
ო: ოლადიპო (25+7 პასი), ჰარისი (24+8 მოხსნა), ვუჩევიჩი (22+15 მოხსნა), რიდნური (15+3 ჩაჭრა), პეიტონი (13+10 პასი+9 მოხსნა).
კ: ირვინგი (33), სმიტი (25), ჯეიმსი (21+13 პასი+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯონსი (12).

ფინიქსი-ნიუ იორკი 102:89
23:29, 24:19, 28:18, 27:23
ფ: ბლედსოუ (21+11 პასი+9 მოხსნა), მარკუს მორისი (20), რაიტი (18+11 მოხსნა), მარკიფ მორისი (14+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ნ-ი: შვედი (18), ბარნიანი (18), ტომასი (14), ოლდრიჩი (4+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული