როცა არ გინდა და მაინც ვარდება - მანუ ჯინობილის კურიოზი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ანტონიოსა" და "პორტლენდს" შორის მატჩის ბოლოს, ერთ-ერთ საკვანძო მომენტში კურიოზი დაფიქსირდა.

თამაშის დასრულებამდე 2.5 წამით ადრე, როცა "სპურსი" ანგარიშით 105:108-ს აგებდა, მანუ ჯინობილიმ ჯარიმის სროლის უფლება მოიპოვა.

არგენტინელ კალათბურთელს უნდოდა, ბურთი ფარისთვის მოეხვედრებინა, რომ შემდეგ მის თანაგუნდელებს დამატებაზე უფრო შედეგიანი ტყორცნა გაეკეთებინათ.

ჯინობილიმ ძლიერად ისროლა ფარისკენ, მაგრამ ბურთი მაინც ჩავარდა და დამატებაზე ვერავინ ითამაშა.

საბოლოოდ "სპურსმა" ანგარიშით 106:110 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული