NBA. სტივ ნეშმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
41 წლის კანადელმა გამთამაშებელმა სტივ ნეშმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ბოლო ორი სეზონი ეს კალათბურთელი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რიგებში ირიცხებოდა, თუმცა მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა, რისი მიზეზიც მრავალრიცხოვანი ტრავმები იყო.

და აი, გუშინ ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"სამწუხაროდ, NBA-ს მატჩი ჩემთვის უკვე დიდ სირთულეს წარმოადგენს. ვითამაშებ ერთ შეხვედრას და შემდეგ ერთი თვე მკურნალობა მჭირდება, - განაცხადა ნეშმა. - ზურგთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა მაქვს. არასოდეს მიმუშავია ისეთი მონდომებით, როგორც ამას ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაკეთებდი: დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი იმისთვის, რათა კიდევ
ერთი სეზონი ჩამეტარებინა ასოციაციაში, მაგრამ დღეს იძულებული ვარ, ვაღიარო: ეს შეუძლებელი აღმოჩნდა".

სტივ ნეში NBA-ს ისტორიაში სამ საუკეთესო გამთამაშებელს შორის შედის. ის ორჯერ აღიარეს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. "ლეიკერსის" გარდა, თამაშობდა "დალასსა" და "ფინიქსში". რვაჯერ უთამაშია "ყველა ვარსკვლავის მატჩში", ხოლო 18-წლიანი კარიერის განმავლობაში 14.3 ქულა, 8.5 შედეგიანი პასი და 3.0 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული