ალესანდრო დელ პიერო "მალიორკას" სპორტულ დირექტორად?

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო შესაძლოა ესპანური "მალიორკას" სპორტული დირექტორი გახდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ესპანურ კლუბში, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს, დღე-დღეზე ხელმძღვანელობა შეიცვლება. კლუბის ერთ-ერთ მფლობელი უკვე წარსულში ცნობილი ნბა-ს მოთამაშე სტივ ნეში გახდა, რომელიც დელ პიეროს ახლო მეგობარია  და სწორედ მისი სურვილია იტალიელის სპორტულ დირექტორად დანიშვნა.

"მალიორკა" 19 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული