ევრობასკეტი 2013: სლოვენია მეხუთეა, იტალია მსოფლიოს მიღმა დარჩა

AutoSharing Option
22 სექტემბერს სლოვენიაში ევროპის 2013 წლის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. გადამწყვეტ მატჩში საფრანგეთი ლიტვას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას I არხი, თბილისის დროით, 22:40 სთ-იდან განახორციელებს.

მანამდე კი, 19:30 სთ-ზე, ესპანეთი-ხორვატია მესამეადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.

21 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატზე V-VIII ადგილები განაწილდა. მეოთხედფინალიდან ვერგასულმა გუნდებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მინიშესარჩევი ტურნირი ჩაატარეს, რომელში მონაწილე 4 გუნდიდან მუნდიალის საგზური 3 საუკეთესოს ერგებოდა.

უიღბლო, რომელმაც ორივე მატჩი წააგო და მსოფლიოს ჩემპიოატის მიღმა დარჩა, იტალიაა. სიმონე პიანიჯანის გუნდმა ჯერ იყო და უკრაინასთან წააგო, შემდეგ კი, მე-7 ადგილისთვის მატჩში,
სერბეთთანაც დამარცხდა.

მე-5 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი სლოვენია და უკრაინა შეხვდნენ.

მატჩი დაახლოებით იმ სცენარით წარიმართა, როგორც 7 სექტემბერს, სლოვენია-საქართველო. თავიდან უკრაინა იგებდა, მეორე მეოთხედში კი სლოვენიელებმა იძალეს და დაწინაურდნენ.

უკრაინა მასპინძლებს კუდში მისდევდა, თუმცა საბოლოოდ წამოწევა ვერ მოახერხა და 63:69 დამარცხდა.

ამ მატჩის შედეგს უკრაინასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა - მაიკ ფრატელოს გუნდმა სლოვენიაში თავისი საქმე გააკეთა: მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

უკრაინელები მომავალ წელს ესპანეთში პლანეტის პირველობაზე იასპარეზებენ, 2015 წელს კი ევრობასკეტს უმასპინძლებენ.

ევრობასკეტი 2013. V ადგილისთვის
21 სექტემბერი
სლოვენია-უკრაინა 69:63

VII ადგილისთვის
21 სექტემბერი
სერბეთი-იტალია 76:64

III ადგილისთვის
22 სექტემბერი
ესპანეთი-ხორვატია 19:30

ფინალი
22 სექტემბერი
საფრანგეთი-ლიტვა 23:00

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული