ლიტვა ევრობასკეტის ფავორიტია?

AutoSharing Option
სრული სვლით მიმდინარეობს მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომლის დაწყებამდე რვა დღე რჩება. გუნდები ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს ატარებენ და მზადყოფნას ამოწმებენ.

ლიტვის ნაკრები მომავალი ტურნირის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ევრობასკეტის მასპინძლების მომზადების დონე ეჭვქვეშ დადგა რუსეთის ნაკრებთან ორი წაგებული საკონტროლო მატჩის შემდეგ. თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ ლიტველებმა ესპანეთის დამარცხება მოახერხეს.

ამჯერად ლიტვა მეზობელ ლატვიას შეხვდა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - 95:75. ამ მატჩში გამარჯვებულთა რიგებში არ იყვნენ ესპანეთთან დაშავებული ცენტრი რობერტას იავტოკასი და ფორვარდი დარიუს სონგაილა. მათ არყოფნაში თავის გამოჩენის კარგი
შანსი მიიღო მარიონას პეტრავიჩუსმა, რომელიც საბოლოო განაცხადში მოხვედრისთვის იბრძვის. "მილანის" ცენტრმა ეს შანსი კარგად გამოიყენა: თამაშიდან ხუთიდან ხუთი ჩააგდო და 18-დან 16 საჯარიმო მოათავსა კალათში. გარდა ამისა, 7 მოხსნაც მიითვალა.

სამმა კალათბურთელმა - დარიუშ ლავრინოვიჩმა, მარტინას პოციუსმა და პაულიუს იანკუნასმა - 13-13 ქულა დააგროვეს. ხუთი შედეგიანი გადაცემა მოდის შარუნას იასიკიავიჩუსზე. ლატვიელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ იანის ბლუმსი და იანის სტრელნიექსი (21 და 16 ქულა შესაბამისად).

* * *
გერმანიის ქალაქ ბამბერგში მიმდინარე ტურნირის გამარჯვებული გახდა საბერძნეთის ნაკრები. თავდაპირველად ამ გუნდმა 24 ქულით გაანადგურა მსოფლიოს ვიცეჩემპიონი თურქეთი, შემდეგ დამაჯერებლად გაუსწორდა მასპინძელ გერმანიას, ბოლო ტურში კი დაინდო და მხოლოდ ცხრა ქულით მოუგო ბელგიას. ეს უკანასკნელი სამი წაგებით ბოლო ადგილზე გავიდა.

ბამბერგი
I ტური
საბერძნეთი-თურქეთი 62:38
ს: ბურუსისი (17).
თ: აშიქი (10+11 მოხსნა).

გერმანია-ბელგია 71:65
გ: ნოვიცკი (18), კამანი (17).
ბ: ლოუერსი (14).

II ტური
გერმანია-საბერძნეთი 56:69
გ: კამანი (15), ნოვიცკი (11).
ს: კუფოსი (17).
თურქეთი-ბელგია 66:60
თ: აშიქი (12).
ბ: ტაბუ-ებომა (11), ბეგინი (11).

III ტური
ბელგია-საბერძნეთი 61:70
ბ: ფაისონი (13), ლოუერსი (11), დე ზეუვი (10).
ს: კუფოსი (12+11 მოხსნა), ფოცისი (12), კაიმაკოგლუ (10).

გერმანია-თურქეთი 64:52
კ: კამანი (16+9 მოხსნა), ნოვიცკი (14), შულცე (11).
თ: კანტერი (12).

სატურნირო მდგომარეობა: 1. საბერძნეთი - 3 მოგება/0 წაგება; 2. გერმანია - 2/1; 3. თურქეთი - 1/2; 4. ბელგია - 0/3.

ლონდონი
IV ტური
ხორვატია-საფრანგეთი 60:83
ხ: ბოგდანოვიჩი (16).
ს: პაკერი (12), ნოა (11), დე კოლო (10).

სერბეთი-ავსტრალია 69:78
ს: კრსტიჩი (17), სავანოვიჩი (16).

ბრიტანეთი-ჩინეთი 64:56
ბ: ფრილენდი (18+13 მოხსნა), დენგი (15).

V ტური
ჩინეთი-ხორვატია 53:83
ხ: ბოგდანოვიჩი (16), მარკოტა (12), ჟორიჩი (10), პოპოვიჩი (10), ტომიჩი (9+8 მოხსნა+6 პასი).

ავსტრალია-ბრიტანეთი 91:90 (ო)
ბ: დენგი (26+9 მოხსნა), ფრილენდი (22).

საფრანგეთი-სერბეთი 80:77
საფ: პარკერი (24), ბატუმი (14), დე კოლო (11), ჟელაბალე (11).
სერ: პეროვიჩი (14), რაშიჩი (11).

საფრანგეთმა ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილი ავსტრალიას ერგო, მესამე - ხორვატიას.

ამხანაგურები
ზელანდია-მაკედონია 67:68
მ: ანტიჩი (16), მაკალები (12), გეჩევსკი (12).

ესპანეთი-სლოვენია 79:57
ე: პ. გასოლი (19), ნავარო (13), იბაკა (12), ლიული (10).
ს: ლორბეკი (10).

ისრაელი-პოლონეთი 82:70
16:20, 18:8, 21:17, 27:25
ი: ელიაჰუ (19), ჰალპერინი (14), გრინი (11).
პ: კელატი (19), კოშარეკი (13), ლეონჩიკი (11), ხრიცანიუკი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული