ვითიბი ლიგის კვირის მოთამაშედ "ვითას" ლეგიონერი დანიელ ბეჟარანო დასახელდა

AutoSharing Option
ვითიბი ლიგის მორიგი ტური ისტორიული აღმოჩნდა თბილისური "ვითასთვის", რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ბელორუსის "მინსკი" - 81:80.

ეს იყო ვითელთა პირველი გამარჯვება ვითიბი ლიგაზე.

ქართველთა კარგი თამაში არ გამოჰპარვიათ სპეციალისტებს და ტურის საუკეთესო კალათბურთელად სწორედ ვითელი დანიელ ბეჟარანო დაასახელეს. მან 21 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 21 ჰქონდა.

ჩვენი მხრიდან კი დავძენთ, რომ არც დანარჩენმა ვითელებმა დააკლეს. მატჩის გმირად რუსულ მიმოხილვაში სულაც ბექა წივწივაძე ეწერა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ბეჟარანოს სამქულიანზე მისცა პასი, შემდეგ კი გამარჯვების
ორქულიანი ჩააგდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი თამაში იყო, ასტანასაც მოუგებენ 10ში. მთავარი თამაში დღეს აქვთ დინამოსთან, საქართველოს თასის მეოთხედფინალში
Givi
15:31 30-03-2016
0
რა ისტორიული, ჰო არ გაუბერეთ
giga
12:58 30-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული