თორნიკე შენგელიას 22 ქულა და გამარჯვება ევროლიგის მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ მიმდინარე ევროლიგის ყველაზე უხვქულიანი მატჩი ჩაატარა და თავის გუნდ "ბასკონიას" მორიგ გამარჯვებაში დაეხმარა.

ევროლიგის მე-15 ტურში ვიტორიულმა გუნდმა თელ-ავივის "მაკაბის" უმასპინძლა და 101:88 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 9-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას ანგარიშზე 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც იყო. თორნიკემ ბურთი 3-ჯერ დაკარგვა და 2-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ თორნიკემ ევროლიგის ბოლო ოთხ მატჩში 21-დან 20 საჯარიმო გამოიყენა და ამ მხრივ ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესოა.

"მაკაბისთან" მოგებულ მატჩში შენგელიას
სარგებლიანობის კოეფიციენტმა 22 შეადგინა, რითაც იგი თანაგუნდელთაგან მხოლოდ გერმანელ იოჰანეს ვოიგტმანსა (26) და ამერიკელ შეინ ლარკინს (24) ჩამორჩა. პირველმა 31:37 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა და დაფარება მიითვალა, მეორის მონაგარი კი 13 ქულა, 13 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო. "მაკაბის" მხრიდან მხოლოდ ამერიკელი კალათბურთელები გამოირჩეოდნენ. ვიქტორ რადმა 20 ქულა მოაგროვა, ენდრიუ გუდელოკმა კი სონი ვიმსმა კი - 13-13. აღსანიშნავია, რომ თელავიველებმა 22-დან 14 სამქულიანი (63.6%) ჩააგდეს, რაც დიდებული მაჩვენებელია, თუმცა, სხვა კომპონენტებში აშკარად დაიჩაგრნენ და თამაშის გადარჩენის შანსი არც ჰქონიათ.

15 ტურის შემდეგ "ბასკონიას" 10 მოგება აქვს და მადრიდის "რეალთან" და პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" ერთად სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. პირველ პოზიციაზე მოსკოვის ცსკა რჩება, რომელმაც გუშინ მოულოდნელად ბელგრადში "ცრვენა ზვეზდასთან" წააგო (78:67), თუმცა, ზურგს 12 გამარჯვება უმაგრებს და პირველობას არ თმობს. შენგელიას გუნდი მე-16 ტურის მატჩს ისევ შინ, 5 იანვარს, ყაზანის "უნიკსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ზურაბს.ზურაბ ამ ზაფხულს მტელი ნაკრები კარგად ისროდა საჯარიმოებს,ახლა კი პროცენტი საკმაოდ დაცემულია(რა თქმა უნდა თორნიკეს არ ვგულისხმობ) და ვფიქრობ ამას ახლავე უნდა მიაქციონ ყურადღება ჩვენმა ბიჭებმა.
სოსო
03:12 31-12-2016
0
ეს ბიჭი მზადაა უკვე ნბა-ში სათამაშოდ.
musenbezi
16:37 30-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული