TimeLine: ფაჩულია გახსოვთ?

AutoSharing Option
"ატლანტაში" რომ თამაშობდა, ერთ-ერთი მატჩისას ზაზა ფაჩულია მოედანზე უცნაური მაისურით გამოვიდა. "ატლანტას" ფორმა კი იყო, მაგრამ წარწერა ჰქონდა უცნაური PCAHULIA.

გგონიათ, ასეთი შეცდომა ერთხელ მოხდა? სპორტის სხვადასხვა სახეობებში მაისურების მკერავ-გამფორმებლებს არაერთხელ შეშლიათ ამა თუ იმ სპორტსმენის გვარი.

დღეს კორექტურული შეცდომის რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ.

Sportall.Ge
უეინ გრეცკი
ჰოკეისტი უეინ გრეცკის მამა სათუთად უფრთხილდება ფორმას, რომელზეც მისი შვილის გვარი დამახინჯებით ეწერა: GRETKZY. უნდა იყოს: GRETZKY.

Sportall.Ge
უილსონ ჩენდლერი
L-სა და D-დ გადაადგილებით გამოვიდა CHANLDER, არადა, "დენვერ ნაგეტსის" კალათბურთელის გვარია CHANDLER. ასოები ძაფით იყო
მიკერებული და შესვენებისას მათი გადაადგილება იოლად მოხერხდა.

Sportall.Ge
ზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულიას კი გასახდელში შესვლა და მაისურის გამოცვლა დასჭირდა. საბედნიეროდ, მის ეკიპირებაში მხოლოდ ერთი ეგზემპლარი აღმოჩნდა წუნდებული. ეწერა PCAHULIA, უნდა ყოფილიყო: PACHULIA.

Sportall.Ge
დევიდ ბექჰემი
ქართველებსაც ხშირად გვიმსჯელია დევიდ ბექჰემის გვარზე - როგორ უნდა იწერებოდესო. როგორც ჩანს, ამ მხრივ პრობლემა ინგლისშიც ჰქონდათ. კარიერის დასაწყისში დევიდს ზურგზე BECKAM დააწერეს. არადა, კაცი გვარად BECKHAM-ია.

Sportall.Ge
როკე სანტა კრუზი
პარაგვაელი როკე სანტა კრუზი ინგლისურ "ბლექბერნში" "სატნა კრუზად" იქცა - SATNA CRUZ. სწორია: SANTA CRUZ.

Sportall.Ge
დევიდ ბენტლი
კიდევ ერთი შეცდომა "ბლექბერნის" მაისურზე. ამჯერად დევიდ ბენტლის (BENTLEY) გვარი შეეშალათ - BETNLEY.

Sportall.Ge
ანდერსონი
ისევ ინგლისი, ისევ "მანჩესტერ იუნაიტედი". ოღონდ ბრაზილიელი ფეხბურთელი - ANDESRON, სინამდვილეში - ANDERSON.

Sportall.Ge
სოფიანე ფეგოული
საოცარი შემთხვევა დაფიქსირდა ესპანური კლუბი "ალმერიას" ფეხბურთელის სოფიანე ფეგოულის წარდგენისას. მას მოუტანეს ახალი მაისური, რომელსაც სულ სხვა გვარი "ამშვენებდა": FEGHONLI. ლათუნურად ალჟირელის გვარი ასე იწერება: FEGHOULI.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული