კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა

AutoSharing Option
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ეპიზოდმა ზაზა ფაჩულიასა და კავაი ლეონარდის მონაწილეობით. "სან ანტონიოს" ლიდერმა ამ ეპიზოდის შემდეგ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

- ზაზა ფაჩულია: ძალით მივაყენე ტრავმა ლეონარდს? რა სისულელეა! [VIDEO]

ზაზა ფაჩულიამ უარყო, რომ ტრავმა ძალით მიაყენა მეტოქეს. ამავე აზრზეა თავად დაზარალებულიც:

"არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა. ის მებრძოდა, რომ ბურთი არ მესროლა კალათში. სროლისთვის განკუთვნილი წამები იწურებოდა და უნდა მესროლა, მას კი ხელი შეეშალა.

მე კიდევ ერთხელ ვნახავ ამ ეპიზოდს", -
განაცხადა კავაი ლეონარდმა, რომლის გარეშეც "სან ანტონიომ" უპირატესობა გაფლანგა და 111:113 წააგო ფინალის პირველი მატჩი.

- "სპურსთან" 25-ს რომ ამოქაჩავ - ზაზა ფაჩულიამ ისტორია დაწერა! [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ