ქართული კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

უმაღლესი ხარისხის კალათბურთი, დიდი დუელები, გიჟური სროლები...

AutoSharing Option
FIBA.com-ზე მწერალმა ჟურნალისტებმა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ციკლი შეაფასეს.

აი, რას წერს ერთ-ერთი მათგანი:

"საქართველოსა და მონტენეგროს ჯახი F ჯგუფში ნამდვილი საკალათბურთო ოცნება იყო. ეს განსაკუთრებით მეორე შეხვედრას ეხება, რომელიც მონტენეგროში გაიმართა.

ეს იყო უმაღლესი ხარისხის თამაში: დიდებული ტყორცნა, დიდებული ტყორცნის პასუხად; ზაზა ფაჩულიასა და ნიკოლა ვუჩევიჩის დუელი; გიჟური სროლები ბოლო მეოთხედში მონტენეგროელი ნემანია ვრანიეშისა და ქართველი მაიკლ დიქსონის შესრულებით; ვიქტორ სანიკიძის შორეულზე შორეული სამქულიანი; მწვრთნელთა დუელი ბოგდან ტენიევიჩი ილიას ზუროსის წინააღმდეგ. ოქროს მატჩი!

თანაც, ეს იყო უკანასკნელი შესარჩევი მატჩი, ბრწყინვალე
რეპეტიცია ევრობასკეტ 2017-ისთვის".

* * *
საქართველოს ნაკრები ექსპერტთა დასკვნებში კიდევ რამდენჯერმე არის ნახსენები. ერთ-ერთი ექსპერტი "დაბრუნებულ ვარსკვლავებში" გიორგი ცინცაძეს გამოარჩევს:

"მე ასეთად გიორგი ცინცაძეს მივიჩნევ, იმიტომ არა, რომ მან გასული წლის ევრობასკეტი გამოტოვა. არამედ, იმიტომ, რომ ის ძალიან ძლიერად დაბრუნდა საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ბოლო ევრობასკეტზე ძალიან დასანანი მარცხი განიცადა 1/8-ფინალში ლიტვასთან - 81:85.

საქმე ასეა - ცინცაძე ყოველთვის დიდებულად ბრუნდება. 2011 წლის ევრობასკეტის ბოლოსკენ ის სერიოზულად დაშავდა, მაგრამ მეორე წელს ნაკრებში შესარჩევ ციკლში ძლიერად ითამაშა. 2013 წელს ცელიეში საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის დაძლევა. შემდეგ შესარჩევში კი ცინცაძე გუნდს დიდად დაეხმარა ევრობასკეტ 2015-ის საგზურის მოპოვებაში.

მას კარგი სტატისტიკა ჰქონდა გასულ ზაფხულს: 8 ქულა, 4,3 პასი, 1,2 მოხსნა და 0,7 ჩაჭრა. ახლა კი მისი მაჩვენებლები კიდევ გაიზარდა: 8,3 ქულა, 6,8 პასი, 3,2 მოხსნა და 2,2 ჩაჭრა

* * *
ფიბას ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომავალ ევრობასკეტზე საქართველოს წარმატებული თამაში შეუძლია: "მით უმეტეს, რომ წინა ჩემპიონატზე მათ კინაღამ მეოთხედფინალში გააღწიეს".

ასევე იხილეთ:
ილიას ზუროსი: მსურს, საქართველოს გული მივუძღვნა!
მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]