მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპის საუკეთესო მომენტად დასახელდა. ველოდით, რომ ეს ეპიზოდი მთლიანად ევროპის ჩემპიონატის "ჰაილაითთა" შორისაც საპატიო ადგილს დაიკავებდა.

ასეც მოხდა, თუმცა ჩვენი მოლოდინი ბოლომდე ვერ გამართლდა - ლიტვასთან მატჩში ცინცაძის მიერ მანუჩარ მარკოიშვილის მისამართით შესრულებული ეფექტური გადაცემა ევრობასკეტის საუკეთესო მომენტთა შორის მეორე ადგილზე გავიდა.

პირველი იყო ფრანგი რუდი გობერის მშვენიერი ჩატენვა ლატვიასთან მატჩისას.

სხვათა შორის, გამოცემა "კუატრომ" ცინცაძის მიერ ზურგს უკნიდან შესრულებული პასი საკუთარ საიტზე ცალკე თემად გამოაქვეყნა და სათაურში მიაწერა - მეჯიქ ჯონსონისეული!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა რაა!
ბმბ
14:26 22-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული