იგორ კოკოშკოვი: გავიმარჯვეთ გუნდური გარჯის წყალობით

AutoSharing Option
იგორ გრიშჩუკი (პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "სიმართლე გითხრათ, რაც მზადება დავიწყეთ, ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო. ვერ ვაჩვენეთ ჩვენი ხასიათი და შესაძლებლობები. ახლა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და მომავალ მატჩზე ვიფიქროთ. საქართველოს ნაკრებმა კი შესანიშნავად ითამაშა და შანსი არ დაგვიტოვა".

იგორ კოკოშკოვი
ბრიფინგისთვის მოწყობილ აბრასთან რომ მივიდა, იქ ფაჩულია დახვდა. მწვრთნელი უკან გაბრუნდა და თავის რიგს უნდა დალოდებოდა, თუმცა გუნდის თავკაცს კაპიტანმა ადგილი დაუთმო და კოკოშკოვმაც მოგების მიზეზები ჩამოთვალა:
"ამ შეხვედრას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პოლონელები ფავორიტებად იყვნენ შერაცხულნი და
ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მათ ზედა ლიგაში თამაშის გამოცდილებაც საკმარისად აქვთ და პოტენციალიც. პოლონელების დამარცხება ძნელი რომ იქნებოდა, წინასწარ ვიცოდით. რეალურად ასეც იყო, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და გუნდური გარჯის წყალობით პირველი გამარჯვება მოიპოვა. ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფარქვეშ დამაჯერებელ თამაშს - მეტოქეს მოხსნებში 44:21 ვაჯობეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამ თვეში კიდევ 7 მატჩი გველის".
მომდევნო შეხვედრა 5 აგვისტოს ბელგიაშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული