ფაჩულიამ ნაცვლიშვილის რეკორდი მოხსნა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ 26 ქულასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა: "ვითამაშე კალათბურთი და, როგორც ნახეთ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მხოლოდ ჩემი 26 ქულა არ არის მნიშვნელოვანი, გუნდურად ვითამაშეთ და გამარჯვებაში ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანეთ. რაც შეეხება მარცინ გორტატთან დაპირისპირებას, მასთან ახლოს ვარ და დიდ პატივს ვცემ. ის ამერიკაში მაღალი დონის ცენტრად ითვლება, თუმცა მოედანზე რომ გავდივარ, ნამდვილად არ ვკითხულობ მოწინააღმდეგის გვარს, თავში ერთი სიტყვა მიტრიალებს - მოგება".

26 ქულის გარდა, არის კიდევ ერთი რიცხვი, რომელიც 26-ს შეიცავს - 1026. ზაზას პოლონეთთან მატჩამდე ნაკრებში
999 წუთი ჰქონდა ნათამაშები, 1000-წუთიან ნიშნულს სწორედ გუშინ გადააბიჯა. საინტერესოა, რომ წუთობრივი მაჩვენებლის მიხედვით ფაჩულია აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა - 2 წუთით გადაასწრო ვახტანგ ნაცვლიშვილს (1024).
გორტატმა, კომენტარისას, ზაზა ფაჩულიაზე არაფერი თქვა, თუმცა მთლიანობაში საქართველოს ნაკრები შეაქო:

"ჩვენმა მოწინააღმდეგემ ბევრ მინუსზე მიგვითითა. ეს ის მატჩი იყო, რომელიც ფირზე რამდენჯერმე უნდა დავატრიალოთ და შეცდომები გამოვასწოროთ".
ნიკა ცქიტიშვილმა აღიარა, რომ მატჩის წინ მოგებაზე კი ფიქრობდა, მაგრამ მხოლოდ 4-5-ქულიან სხვაობას ვარაუდობდა...
"პოლონეთის ნაკრები ჯგუფის ფავორიტია და მისი 19 ქულის სხვაობით დამარცხებას ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა მატჩი ისე წარიმართა, ერთ ეპიზოდში დაწინაურების შანსი გაგვიჩნდა და გამოვიყენეთ კიდეც. დაცვაში კარგად გავისარჯეთ. ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული