სუპერლიგა 2015-16. V ტური: ჩარლი ლიმ სეზონის რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
გადამწყვეტი. სუპერლიგის მეხუთე ტურის ორი რეგიონული მატჩი 4-ქულიანი სხვაობით დასრულდა. ორივე შემთხვევაში ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა.

ეს განსაკუთებით რუსთავურ შეხვედრაზე ითქმის. 

11 ნოემბერი, რუსთავი
რუსთავი-მგზავრები 80:76
20:12, 20:18, 17:26, 23:20
რუსთავი: ხმელიძე (2ქ), ლი (34ქ, 3პ), ჩაჩანიძე (17ქ), ათუაშვილი (8ქ, 9მ, 2დ), კასპერბაუერი (2ქ), გოგობერიშვილი (4ქ), სპანოლო (11ქ, 14მ, 3პ), ჰილი.
მგზავრები: ფხაკაძე (8ქ, 5მ, 3პ), ცირეკიძე (10ქ, 6მ), წივწივაძე (12ქ, 4პ), ლომინაშვილი (10ქ, 5მ), ტურძელაძე (6ქ, 6მ), ქავთარაძე (6ქ), მერფი (20ქ, 11მ), ტეილორი (4ქ, 4პ, 6მ).

საფინალო სირენამდე 1:17
წუთით ადრე "რუსთავი" ლიმ 78:71 დააწინაურა. ამის შემდეგ "მგზავრმა" მერფიმ ერთმანეთს ხუთი ქულა მიაყოლა და 29 წამით ადრე "რუსთავი" მხოლოდ 2 ქულით იგებდა... თუმცა გადამწყვეტი ისევ ლის ორქულიანი აღმოჩნდა - 80:76 და 13 წამში ოთხი ქულის აღმოფხვრა უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა.

სტატისტიკა არ ტყუის. სათამაშო კომპონენტთა უმეტესობაში დიდი სხვაობა არ ყოფილა. ბევრი რამ რუსთაველთა აკურატულობამ გადაწყვიტა. მათ სულ 9 შეცდომა დაუშვეს. ასევე მნიშვნელოვანი იყო სამქულიანების რაოდენობა - მასპინძლებმა 7 სამიანი ჩააგდეს, "მგზავრებმა" - 4.

გამორჩეული. "რუსთავის" უკანახაზელმა ჩარლი ლიმ სეზონის რეკორდი დაამყარა - 34 ქულა ჩააგდო. მან 19-დან 14 ორქულიანი, 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

11 ნოემბერი, ბათუმი
ბათუმი-ქუთაისი 70-74
19:18, 17:18, 13:24, 21:14
ბათუმი: ჯინჭარაძე (12ქ), ლეჟავა (12ქ), ლ. რევაზაშვილი (2ქ), თენიეშილი (3ქ), კრივცოვი (12ქ, 10მ), მაისურაძე (2ქ), შემოსიუკი (21ქ, 6პ, 3ჩ), ფელჩერი (6ქ, 14მ).
ქუთაისი: ბოისა (7მ), ცეკვავა (12ქ, 4პ), ფაშაევი (13ქ, 5მ, 3პ), ბაბუნაშვილი (4ქ), ქადარია (14ქ, 8მ, 2დ), ცინცაძე (9ქ, 3პ), გ. ბარბაქაძე (10ქ), ლომოური, ბექაური (12ქ, 11მ, 3დ).

გადამწყვეტი. მატჩი მეტად დრამატული, საინტერესო სანახავი გამოდგა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში ქუთათურები 10 ქულითაც დაწინაურდნენ და თითქოს, შეხვედრა დამაჯერებლად უნდა მიეყვანათ მოგებამდე, მაგრამ ბათუმელებმა იმდენი მოახერხეს, რომ მატჩის ბოლოს ანგარიში გაათანაბრეს - 65:65.

სწორედ ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ერთმა სამქულიანმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი: ლევან ცეკვავამ საფინალო სირენამდე 1:41 წუთით ადრე სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 36 წამით ადრე ორქულიანით "ქუთაისის" უპირატესობა ხუთამდე გაზარდა - 70:65.

სტატისტიკა არ ტყუის. ფარიდან ასხლეტილი ბურთების დაუფლებაში დიდი უპირატესობა არც ერთ გუნდს ჰქონდა, თუმცა სამწამიანი ზონიდან ჩაგდებული ქულები დიდი თავსატეხი აღმოჩნდა "ბათუმისთვის". იმერლებმა ფარქვეშიდან 42 ქულა მიითვალეს, ხოლო საკუთარ კალათში სამწამიანიდან 28 მიიღეს.

გამორჩეული. ბათუმელთაგან ნაყოფიერად იშრომა ილია შემოსიუკმა. "ქუთაისმა" გუნდური თამაშის წყალობით მოახერხა გამარჯვება. რადგან ბოლო მომენტში ცეკვავამ მოახერხა მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება, მატჩის საუკეთესოდაც ის დავასახელოთ. მან 2-2 ორქულიანი და საჯარიმო, 4 სამიანი სტყორცნა და სამივე შემთხვევაში ორ-ორი ჩააგდო. მის ანგარიშზე 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასია.

13 ნოემბერი, თბილისი

სოხუმი-ოლიმპი 89:81
16:23, 24:14, 23:20, 26:24სოხუმი: მილერი (17ქ, 10პ), კვეტენაძე (2ქ), კოკა ტომარაძე (3ქ), ზაქრაძე, ჯგერენაია (5ქ, 10მ), დ. ბარბაქაძე (5ქ), ლათანი (28ქ, 6მ, 4ჩ), რიხლიუკი (10ქ, 12მ), ბულიავა (19ქ, 7მ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (3ქ, 3პ), ბარნეტი (14ქ, 13მ, 6ჩ), ბოლქვაძე, როგავა (16ქ), გეგი ბაქრაძე, მიქელაძე (9ქ, 4პ), კახა ტომარაძე (9ქ, 6მ), ნ. ბაქრაძე, მასხულია (19ქ), გუგეშაშვილი (3ქ), პიტჩფორდი (8ქ, 8მ).

გადამწყვეტი. აიწონა-დაიწონა თამაში გამოვიდა. ისევე, როგორც რეგიონში გამართულ მატჩებში, ბოლო წამებამდე უცნობი იყო, ვინ გაიმარჯვებდა.

თამაშის დასრულებას 2 წუთი უკლდა, როცა ლევან მასხულიამ სამქულიანით "ოლიმპის" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (80:81), თუმცა დარჩენილ დროში რიხლიუკის, ლათანისა და მილერის ზუსტი ტყორცნებით "სოხუმმა" 8:1 გაქცევა მოაწყო და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

სტატისტიკა არ ტყუის. "ოლიმპი" ხეირს პერიმეტრიდან ეძებდა, ამიტომაც სტყორცნა 31 სამქულიანი, 13 ჩააგდო კიდეც. თუმცა, მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა ნუგზარ ჭეიშვილის შეგირდების სიფრთხილემ: მათ მხოლოდ 14 ჯარიმა დაიმსახურეს. ოლიმპელებმა კი 6 საჯარიმო სტყორცნეს და მხოლოდ 2 ჩააგდეს, მაშინ, როცა საკუთარ კალათში საჯარიმოს ხაზიდან 23 ქულა მიიღეს.

გამორჩეული. შარშანდელ სეზონში რომ გაამართლა, "სოხუმში" წლეულსაც იმიტომ დაუძახეს მილერს, რომელმაც 17 ქულას 10 პასი მიამატა. ქართულ ატმოსფეროს ასევე კარგად გაუშინაურდა მისი თანამემამულე ლათანი, რომელიც 28 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

13 ნოემბერი, თბილისი

კაკტუსი-დინამო 70:88
18:24, 18:20, 12:19, 22:25
კაკტუსი: ხუციშვილი, უაითი (17ქ), ჩიკვილაძე (11ქ, 3ჩ), ჩლაიძე (12ქ), ლოლიშვილი (2ქ), ბრიჯმენი (7ქ, 6მ), ტატუნაშვილი, ბააკაშვილი, დ. ლომიძე (17ქ, 5მ), ფლოვიესი (4ქ, 7მ, 2დ), ნ. ლომიძე.
დინამო: ვონი (16ქ, 6პ, 3ჩ), გრძელიძე, ღურწკაია (2ქ), ლონდარიძე (12ქ, 5მ), მაჩალაძე, ფაცაცია (14ქ, 8მ), ჭოჭუა (16ქ), მარავიჩი (12ქ, 7მ), გ. რევაზაშვილი (2ქ), ბერიშვილი (12ქ, 6მ, 5პ), გოგოძე (2ქ, 5მ, 3პ).

გადამწყვეტი. მეხუთე ტურის ერთადერთი მატჩი, სადაც ბოლო წამებმა მშვიდად ჩაიარა, "კაკტუსი"-"დინამო" იყო. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს 10-ქულიანი უპირატესობა და მიუხედავად იმისა, რომ კაკტუსელები მეოთხე პერიოდში 7 ქულით მიუახლოვდნენ, სტაბილური თამაშით დინამოელებმა შეხვედრა გამარჯვებამდე დამაჯერებლად მიიყვანეს.

ეს გუნდი ერთადერთია, წაგება რომ არ აქვს.

სტატისტიკა არ ტყუის. დინამოელებმა 20 პასი შეასრულეს. კარგი მაჩვენებელია, ოთხჯერ უფრო კარგი "კაკტუსის" მაჩვენებელზე - მხოლოდ 5 პასი. ეს პირდაპირ მიგვანიშნებს "დინამოს" დაცვის სიმტკიცეზე.

გამორჩეული. გამარჯვებულთაგან 6-მა კალათბურთელმა იტრიალა 12-16 ქულას შორის. ყველაზე მეტი დეონტა ვონმა ჩააგდო - 16. მას მთელ "კაკტუსზე" ერთით მეტი პასი ჰქონდა - 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული