სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "რუსთავი" ბათუმში დამარცხდა

AutoSharing Option
7 აპრილს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის XXV ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ბათუმში სათამაშოდ "რუსთავი" ჩავიდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 88:71 დასრულდა.

ქვემოქართლურ გუნდს პლეი ოფის საგზური მყარად გარანტირებული აქვს. რაც არ უნდა მოხდეს, რუსთაველები რეგულარულ ჩემპიონატს მე-3 ადგილზე დაასრულებენ, ხოლო რაც შეეხება "ბათუმს", ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი აჭარელების უპირველესი საზრუნავი სუპერლიგაში დარჩენაა.

მატჩი რუსთაველების უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი პერიოდი 22:17 მოიგეს, თუმცა ბათუმელებმა დიდ შესვენებამდე ჩამორჩენა ჯერ შეამცირეს, ხოლო მესამე პერიოდში დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ათწუთეული 22:14 მოიგეს და გადამწყვეტ პერიოდს 5-ქულიანი
ლიდერობით შეხვდნენ.

დასკვნით პერიოდში არაფერი შეცვლილა. პირიქით, ბათუმელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდნენ - 88:71.

აჭარულ გუნდს 20 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 14 ქულა და 15 მოხსნა იგორ კრივცოვის ანგარიშზე დაგროვდა. რუსთაველთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ჩარლი ლი, ქეისი კასპერბაუერმა კი 16 ქულა მოაგროვა.

სუპერლიგის 25-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი დღეს თბილისში გაიმართება. 14:00 სთ-ზე "კაკტუსი" "სოხუმს" შეხვდება, 16:00 სთ-ზე - "დინამო" "მგზავრებს".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული