სუპერლიგა. ფინალი. "ქუთაისი" ქვეყნის ჩემპიონია!

AutoSharing Option
26 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის ფინალური დაპირისპირების გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი გაიმართა.

"ქუთაისმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და გადამწყვეტ დაპირისპირებაში, საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 76:71 იმარჯვა.

სერიაში ანგარიში ქუთაისელთა სასარგებლოდ 3:2 გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გამარჯვებით ქუთაისელებმა პირველად მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა!

ასევე დაგაინტერესებთ