სუპერლიგა. XII ტური. შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
რაც უფრო ახლოვდება რეგულარული ეტაპის ბოლო, მით უფრო იძაბება სიტუაცია და მატულობს სანახაობრივი მხარე. ეს მე-12 ტურმაც დაამტკიცა.

ოთხიდან სამ მატჩში 4-ზე ნაკლებქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. მხოლოდ ერთ შეხვედრაში იყო 16-ქულიანი ჰანდიკაპი, რომლის შემოქმედი, არც მეტი, არც ნაკლები, ბოლოადგილოსანი "სოხუმი" გახდა. ამ გუნდისთვის ეს წლევანდელ სუპერლიგაში მეორე გამარჯვება აღმოჩნდა.

ტურის მოვლენა
"სოხუმისგან" განსხვავებით, მეორე მარცხი განიცადა მოქმედმა ჩემპიონმა "დინამომ", რომელიც თასის მატჩებში "ქუთაისზე" ძლიერი აღმოჩნდა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქუთათურებს დინამოელებთან ჩემპიონატში შანსი არა აქვთ. მათ სტუმრად, თბილისში იმდენად კარგად
ითამაშეს, თამამად შეგვიძლია მივათვალოთ ოქროს მაძიებელთა რიგებს.

იმერლებმა განსაკუთრებით კარგად გადამწყვეტი წუთები ჩაატარეს. მართალია, მოულოდნელად, მაგრამ დამსახურებულად გაიმარჯვეს.

ტურის მოთამაშე
ტურის გმირი "ოლიმპის" ფორვარდი კოკა ტომარაძე მე-12 ტურის MVP-დაც უნდა დავასახელოთ. რა იგულისხმება გმირობაში? - იკითხავთ.

კოკამ "ოლიმპს" ფავორიტ "შსს აკადემიასთან" მოაგებინა. თავისთავად, ესეც შეიძლება გმირობად განვიხილოთ, მაგრამ კოკამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა: მატჩის დასრულებამდე 0.7 წამით ადრე ტაბლოზე 66:66 ეწერა, როცა ყველა ოვერტაიმს ელოდა, გვერდითი ხაზიდან მიღებული ბურთი ტომარაძემ წამიერად სტყორცნა და - 69:66.

ტურის რიცხვი
"ქუთაისის" "დინამოსთან" გამარჯვების მთავარი შემოქმედები ლეგიონერები იყვნენ - აბდილაიე ნდოიე და ზაურ ფაშაევი. ზაურს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა (16 ქულა, 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა), ხოლო ნდოიე "ტრიპლ-დაბლს" "ბლოკ-შოტებით" მიუახლოვდა - 13 ქულა, 8 მოხსნა, 8 დაფარება.

8 დაფარება მიმდინარე სეზონის რეკორდია. ნდოიემ საკუთარივე მაჩვენებელი (6) გააუმჯობესა.

XII ტური
ბათუმი-რუსთავი 79:83
სოხუმი-მგზავრები 90:73
დინამო-ქუთაისი 72:75
ოლიმპი-აკადემია 69:66

სტატისტიკური ლიდერები
რეკორდები
ქულა
39 - ბობ იანგი (ბათუმი)
ბათუმი-სოხუმი

მოხსნა
24 - მარკო დუიკოვიჩი (ოლიმპი)
დინამო-ოლიმპი

პასი
16 - ლაშა გამყრელიძე (დინამო)
დინამო-შსს აკადემია

ჩაჭრა
6 - რევაზ როგავა (შსს აკადემია)
შსს-მგზავრები

დაფარება
8 - აბდულაიე ნდოიე (ქუთაისი)
დინამო-ქუთაისი

საშუალოდ
ქულა
ად მოთამაშე გუნდი თ ქ ქ.საშ
1. ბობ ჯინ იანგი ბათუმი 7 217 31
2. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 12 241 20.08
3. ირაკლი ჩლაიძე სოხუმი 11 199 18.09
4. ბესიკ ლეჟავა დინამო 12 217 18.08
5. მერაბ ბოქოლიშვილი მგზავრები 12 205 17.08
6. მიხეილ ჭოჭუა რუსთავი 12 199 16.58
7. გიორგი შარაბიძე შსს აკადემია 11 173 15.73
8. ზაურ ფაშაევი ქუთაისი 12 181 15.08
9. გიორგი ჯგერენაია სოხუმი 9 133 14.78
10. ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 12 177 14.75
11. ნიკოლას კელოგი ბათუმი 12 177 14.75
12. გიორგი ბარბაქაძე ქუთაისი 9 130 14.44
13. ლევან ცეკვავა რუსთავი 12 169 14.08

მოხსნა
ად მოთამაშე გუნდი თ მ მ.საშ
1. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 12 175 14.58
2. ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 12 164 13.67
3. გიორგი ჯგერენაია სოხუმი 9 105 11.67
4. ილია ლონდარიძე დინამო 12 109 9.08
5. გიორგი შარაბიძე შსს აკადემია 11 93 8.45
6. ჰეიდენ ჰამსი რუსთავი 12 89 7.42
7. ბექა ბექაური ქუთაისი 12 88 7.33
8. ზურაბ მაჩალაძე ოლიმპი 7 51 7.29
9. აბდულაი ნდოე ქუთაისი 9 65 7.22
10. რევაზ ათანელიშვილი მგზავრები 10 72 7.2
11. ბობ იანგი ბათუმი 7 50 7.14

პასი
ად მოთამაშე გუნდი თ პ პ.საშ
1. გიორგი გამყრელიძე დინამო 12 108 9
2. გიორგი ცინცაძე შსს აკადემია 9 63 7
3. ზაურ ფაშაევი ქუთაისი 12 80 6.67
4. ბექა წივწივაძე შსს აკადემია 11 65 5.91
5. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 12 70 5.83
6. ლევან ცეკვავა რუსთავი 12 57 4.75
7. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 9 36 4
8. ნოდარ გოგოძე ოლიმპი 12 41 3.42
9. მალხაზ აბაიშვილი რუსთავი 12 39 3.25
10. ლაშა ფარღალავა სოხუმი 9 29 3.22
11. ნუგზარ აბულაძე ოლიმპი 12 38 3.17

ჩაჭრა
ად მოთამაშე გუნდი თ ჩ ჩ.საშ
1. რევაზ როგავა შსს აკადემია 12 33 2.75
2. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 12 31 2.58
3. ნიკოლას კელოგი ბათუმი 12 31 2.58
4. ბექა ჩიკვილაძე შსს აკადემია 12 26 2.17
5. გიორგი ბარბაქაძე ქუთაისი 9 18 2
6. გიორგი ცინცაძე შსს აკადემია 9 17 1.89
7. ბობ ჯინ იანგი ბათუმი 7 13 1.86
8. ზურაბ მაჩალაძე ოლიმპი 7 13 1.86

დაფარება
ად მოთამაშე გუნდი თ დ დ.საშ
1. აბდულაიე ნდოე ქუთაისი 9 34 3.78
2. გიორგი ჯგერენაია სოხუმი 9 18 2
3. აკაკი დვალიშვილი რუსთავი 12 20 1.67
4. ქრისტოფერ ფელჩერი ბათუმი 12 18 1.5
5. ბექა ბექაური ქუთაისი 12 15 1.25

შეცდომა
ად მოთამაშე გუნდი თ შ შ.საშ
1. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 12 48 4
2. გიორგი ცინცაძე შსს აკადემია 9 36 4
3. ლევან ცეკვავა რუსთავი 12 43 3.58
4. ლაშა ფარღალავა სოხუმი 9 32 3.56
5. ნუგზარ აბულაძე ოლიმპი 12 42 3.5
6. ბობ ჯინ იანგი ბათუმი 7 24 3.43
7. ნოდარ გოგოძე ოლიმპი 12 40 3.33
8. გიორგი შარაბიძე შსს აკადემია 11 31 2.82
9. მიხეილ ჭოჭუა რუსთავი 12 32 2.67
10. მერაბ ბოქოლიშვილი მგზავრები 12 32 2.67

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული