"ა" ლიგას ოფიციალური ვებგვერდი აქვს

AutoSharing Option
14 მარტს სტარტი აიღო ქართული კალათბურთისთვის ისტორიულმა "ა" ლიგამ, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად მეორე პროფესიული ლიგაა საქართველოში.

აღნიშნული ტურნირის დაწყებასთან ერთად, ფუნქციონირება დაიწყო "ა" ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

პირველმა ტურმა აჩვენა, რომ "ა" ლიგა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იქნება. გულშემატკივართა ინტერესი სრულად იქნება დაკმაყოფილებული ვებმისამართზე: www.a-league.ge.

საიტზე თავმოყრილია გუნდების შემადგენლობები, ფოტოები, თამაშების სრული სტატისტიკა და წარმოებს მატჩების პირდაპირი ტექსტური ტრანსლაციები.

გულშემატკივარი "ა" ლიგის მატჩებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნული საიტი ისევე ოპერატიულად განახლდება, როგორც ეს სუპერლიგის შემთხვევაში ხდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული