U16. ქართველმა კალათბურთელებმა საერთაშორისო ტურნირი ჩერნოგორიის განადგურებით დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა 16-წლამდე ნაკრებმა წარმატებით დაიწყო თურქეთის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველივე მეტოქე გაანადგურა. ქართველების ოპონენტი საკალათბურთო ტრადიციებით განთქმული და ყველა ასაკში ძლიერი გუნდის მყოლი ჩერნოგორია იყო, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებლად - 72:53 იმარჯვა.

საინტერესოა, რომ ჩვენებმა პირველი მეოთხედი 13:18 წააგეს და ამის შემდეგ მოახერხეს თამაშის დალაგება და მეტოქის დაჯაბვნა. მეორე ათწუთეულში ქართველები შეუჩერებელნი იყვნენ და აღნიშნული პერიოდი 20:11 მოიგეს. ჩერქეზიშვილის გუნდმა მესამე მეოთხედში სულაც შეარცვხვინა ჩერნოგორიელები, როცა 10 წუთის მანძილზე მხოლოდ 3 ქულა ჩააგდებინა.

აღნიშნული პერიოდი
ქართველებმა 20:3 მოიგეს და ბოლო მეოთხედის დაწყებამდე ანგარიში ყველაფერი გარკვეული იყო. საქართველო 53:32 იგებდა და არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა მატჩი და ტურნირი, რომელიც მონაწილეთა სიძლიერის გამო არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატად იწოდება, წარმატებით დაიწყო.

ჩვენს ნაკრებში 23 ქულითა და 18 მოხსნით საუკეთესო იყო გოგა ბითაძე. ტანმაღალ ქართველ ცენტრს ასევე 3 დაფარება და 2 პასი ჰქონდა და თამაში ისე ჩაამთავრა, ბურთი არ დაუკარგავს და მოლოდ 1 ჯარიმა მიიღო. საქართველოს ნაკრების 3 წევრს - კოკა ფიფიას, ნიკა ჩეჩელაშვილს და ზაურ ჯანელიძეს 13-13 ქულა დაუგროვდათ.

ქალაქ კონიას საერთაშორისო ტურნირში 12 გუნდი ასპარეზობს. "ა" ჯგუფში თავი აქვთ მოყრილი იტალიას, სერბეთს, ბოსნიას, გერმანიას, ჩინეთს და თურქეთს. საქართველო "ბ" ჯგუფშია რუსეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან, ჩერნოგორიასთან და საფრანგეთთან ერთად. მონაწილეთა შემადგენლობიდან კარგად ჩანს, თუ რატომ ეძახიან თურქეთის აღნიშნულ საერთაშორისო ტურნირს მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატს. აქ ევროპის ყველა წამყვანი ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი და პლუს დამატებულია უდიდესი საკალათბურთო პოტენციალის მქონე ჩინეთი.

საქართველოს ნაკრები 1 თებერვალს თბილისის დროით 17:45 საათზე საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. ფრანგებმა პირველ ტურში ლიტვა 66:56 დაამარცხეს. ლატვიამ კი რუსეთს დაძაბულ ბრძოლაში - 81:79 მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ ქართველები 2 თებერვალს რუსეთს შევდებიან, 3 თებერვალს - ლიტვას, ხოლო 4-ში ლატვიას.

16-წლამდელთა შორის თურქეთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირი. 31 იანვარი. კონია
ჩერნოგორია 53:72 საქართველო
18:13, 11:20, 3:20, 21:19

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრანგებთან მაგრად წავაგეთ სამწუხაროდ.
qutaiseli
22:33 01-02-2015
0
3 იანებია დასაღვეწი ასაკობრივებში.კარგია,რომ მოიგეს წარმატებები
irakli
14:53 01-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული