ქართული კალათბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

U20. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის C ჯგუფის ბოლო მატჩში ალბანეთი ანგარიშით 102:53 გაანადგურა.

ამ გამარჯვებით ნიკო ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა დავით ლომიძემ ჩააგდო, რომელმაც ასევე 3 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ყველაზე მეტი 10 მოხსნა კი გიორგი კორსანტიამ ჩაიწერა აქტივში, რომელსაც 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

აღსანიშნავია, რომ 10 ქულა და მეტი საქართველოს ნაკრებიდან ერთბაშად 6 კალათბურთელმა მოაგროვა.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება,
რომელიც დიდი ალბათობით ხორვატია იქნება. მეოთხედფინალური მატჩი 21 ივლისს გაიმართება.