"ოქროს ბურთს" ახალი წესების მიხედვით გადასცემენ

AutoSharing Option
ფრანგულმა ავტორიტეტულმა ჟურნალმა France Football-მა "ოქროს ბურთის" გადაცემის წესები შეცვალა.

ამიერიდან პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს ჟურნალისტთა ჯგუფი აირჩევს.

ადრე საუკეთესო ფეხბურთელს ჟურნალისტები, მწვრთნელები და ნაკერბების კაპიტნები ირჩევდნენ, რომლებიც ფიფას ეგიდით გამოდიოდნენ.

აღსანიშნავია, რომ France Football ჯილდოსთვის სამ კანდიდატს არ დაასახელებს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. გამოცემა 30 ფეხბურთელისგან შემდგარ სიას გამოაქვეყნებს, ხოლო გამოკითხვის შედეგებს კალენდარული წლის დასასრულს გამოაქვეყნებს.

ამიერიდან "ოქროს ბურთს" მხოლოდ გამოცემა France Football გადასცემს.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ France Football-თან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელი ფრანს ფუტბოლი დაუმსახურებლად 2ჯერ მესის რომ გადასცა საუკეთესოს ტიტული.
პლატინი
23:09 20-09-2016
0
საქართველოდან ისევ გაუქმებული "სარბიელის" რედაქტორი დაასახელებს? :))
ქუთაისელი
14:07 20-09-2016
0

სიახლეები პოპულარული