ევრობატალიების წინ: "კამპ ნოუზე" ექსპერიმენტების დრო არ არის

AutoSharing Option
ხუთი დიდი ჩემპიონატიდან 4-ში (გამონაკლისი ინგლისია) შუა კვირაშიც ბატალიები გველის. მთავარი მატჩი კი, რა თქმა უნდა, "კამპ ნოუზე" გველის, სადაც ლუის ენრიკეს "ბარსელონა" დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" ელის...

ლა ლიგა: მე-17 და რეკორდი?
"კამპ ნოუმდე" ორივე გუნდმა დიდებულად წაივარჯიშა - დიეგო სიმეონეს ბიჭებმა ხიხონის "სპორტინგი" 5:0 შეარცხვინეს. "ატლეტიკოს" ფანები მათმა ფორვარდებმა, როგორც იქნა, გაახარეს, გრიზმანმა და ტორესმა დუბლები შეასრულეს, პირველი გოლი შეაგდო გამეირომაც.

"ბარსამ" მადრიდში მწარე გამოცდა ჩაუტარა ელიტის დებიუტანტ "ლეგანესს" და 5:1 მოუგო. დუბლი შეასრულა ლეო მესიმ, თითო გოლი სუარესის, ნეიმარისა
და რაფინიას ანგარიშზეა.

აქვე ვთქათ, რომ ორივე სპეციალისტმა ტაქტიკურ ექსპერიმენტებს მიმართა (ვინ იცის, ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის ამზადებენ) - ლუის ენრიკემ პირველად ითამაშა ერთბაშად სამი ცენტრალური მცველით და "ბარსა" 3-4-3-ზე გადააწყო. დიეგო სიმეონემ კი უკვე ჩვეულ 4-4-2-ს "ბარსასთვის" დამახასიათებელი 4-3-3 არჩია. მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ "ატლეტიკო" "კამპ ნოუზეც" გაბედავს სამი ფორვარდით თამაშს, "ბარსა" ხიხონის "სპორტინგი" ნამდვილად არ არის. უფრო გვგონია, რომ "ბარსაც" ჩვეულ 4-3-3-ს დაუბრუნდება.

სიმეონემ ახლახან 2020 წლამდე კონტრაქტი 2018-წლამდე ხელშეკრულებით შეიმცირა. თუმცა აცხადებს, რომ ეს არაფერს ცვლის მისთვის.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, კოკე, გაბი, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, გამეირო.

საბედნიეროდ, ლა ლიგაში მხოლოდ ეს ერთი კარგი თამაში არ გველის - ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს სევილიური დერბის წინ, მით უფრო, რომ "ბეტისი" "სევილიასთან" მატჩამდე დიდებულად მოითელა ანდალუსიურ დერბიში "გრანადას" წინააღმდეგ. "სევილია" კი ამ უქმეებზე გახდა პირველი გუნდი, რომელმაც სასტარტო შემადგენლობაში ერთი ესპანელიც არ დააყენა. დერბი "სევილიას" მშობლიურ "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება და ფავორიტიც ევროპალიგის გამარჯვებულია, თუმცა ეს ისეთი დაპირისპირებაა, პროგნოზისგან თავის შეკავება საუკეთესო გამოსავალია.

საინტერესო დაპირისპირებაა "სანტიაგო ბერნაბეუზეც", სადაც ზინედინ ზიდანი შეეცდება ლა ლიგის რეკორდი დაამყაროს და ზედიზედ მე-17 გამარჯვება მოიპოვოს. ამისთვის მისმა გუნდმა "ვილიარეალს" უნდა აჯობოს.

Sportall.Ge

სერია A: ცენტრი "სან სიროზე"
ტურის ცენტრალური თამაში რომშია, სადაც "ლაციო" "მილანს" ესტუმრება. "მილანი" ისევ ცუდად თამაშობს, თუმცა წინა ტურში ამ ცუდი თამაშითაც იმარჯვა კარლოს ბაკას ერთადერთი გოლის წყალობით.

თანაც, მონტელას გუნდს ზამთარში დიდი ინვესტიცია და გაძლიერება ელის, შესაძლოა, შავ-წითლებმა უკვე ამ სეზონში სერიოზული განაცხადი გააკეთონ და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც იბრძოლონ. იგივე ამოცანა აქვს "ლაციოსაც", რომლის ნახევარმცველი ლუკას ბილია ამ მატჩისთვის მომჯობინებას ვერ ასწრებს. საოცარია, მაგრამ ლამის მთელი "მილანი" კარლოს ბაკას შედეგიანობაზეა დამოკიდებული და კოლუმბიელი სასტარტოში ვერ ხვდება ხოლმე.

მონტელა, ალბათ, ამჯერად მაინც არ დატოვებს მას სკამზე და "ლაციოსთან" პირველივე წუთებიდან ათამაშებს. "ლაციო" 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს და შეეცდება, შუახაზში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას, "მილანი" კი 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს და ბაკას სუსო და ნიანგი დაეხმარებიან.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: ახალგაზრდული ენერგიით "მგლების" წინააღმდეგ
"ლაიპციგთან" სენსაციურ მარცხს თუ დაივიწყებთ, თომას ტუხელის "დორტმუნდი" ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. ბორუსიელებს ზედიზედ ორი 6:0 აქვთ მოგებული.

ტუხელი თავადაც ახალგაზრდაა და 43 წლის სპეციალისტს ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს. წინა ტურში "დარმშტადთან" გუნდის საშუალო ასაკი 23,5 წელი გახლდათ და შეიძლებოდა უფრო ახალგაზრდულიც ყოფილიყო მაგალითად, პიერ-ემერიკ ობაემიანგი რომ ყოფილიყო ძირითადში შედარებით ასაკოვანი რამოსის ნაცვლად. მშვენივრად გამოიყურება ნორჩთა შორის უნორჩესი ამერიკელი ტალანტი პულიშიჩი, რომელიც 18 წლის 18 სექტემბერს გახდა. კარგია 19 წლის თურქი ემრე მორი.

მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა ასევე 18 წლის პასლაკმა. გუნდს კარგად შეეწყო 19 წლის უსმან დემბელე. ტრადიციულად შრომობს და სასარგებლოდ დაფარფატებს გამოცდილი გონსალო კასტრო. მოკლედ, "დორტმუნდს" უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ 3 ქულით უკვე ჩამორჩა "ბაიერნს" და თუ ისევ ვერ მოიგებს, სხვაობა შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც სეზონის სტარტისთვის უკვე ბევრი იქნება.

არადა, "ფოლკსვაგენ არენაზე" მოგება ადვილი როდია. "ვოლფსბურგი" "კიოლნთან" ერთად იმით გამოირჩევა, რომ "მგლებსა" და "თხებს" ჯერ გოლი არ გაუშვიათ. უბრალოდ, კიოლნელებმა ორჯერ იმარჯვეს და ერთხელ ითამაშეს ფრედ (ჯამში - 5:0), ხოლო დიტერ ჰეკინგის ბიჭებმა პირველ ტურში "აუგსბურგთან" 2:0-ს, ორი უგოლო ფრე მიაყოლეს. იულიან დრაქსლერით, მარიო გომესითა და სხვებით "შეიარაღებული" "მგლები" ამ თამაშის მოგებას დააპირებენ. ამ კლუბების უკანასკნელ 5 ურთიერთშეხვედრაში 20 გოლია გასული.

"ბაიერნი" და ბერლინის კედელი
როდესაც სეზონის სტარტზე "ჰერტა" სათასო მატჩში მოკრძალებულ "რეგენსბურგთან" წაგებას ძლივს გადაურჩა და საბოლოოდ, პენალტებით იმარჯვა, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ 3 ტურის მერე ბერლინელები "ბაიერნთან" ერთად 9 ქულით ბუნდესლიგის ცხრილის სათავეში იქნებოდნენ.

თუმცა პალ დარდაის გუნდი ადგა და სამივე მატჩი ისე მოიგო, რომ მეტოქეებს 6 გოლი გაუტანა, თავად კი ერთადერთი გაუშვა. თანაც ეს 6 გოლი 5 სხვადასხვა მოთამაშეზე მოდის. რასაკვირველია, გაცილებით მრისხანედ გამოიყურება კარლო ანჩელოტის გუნდის სტატისტიკა - რეკორდმაისტერმა ამ სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და 6-ივე მოიგე, ბურთების საერთო შეფარდებით 23:1. პირველი გოლი "ბაიერნმა" წინა ტურში ბავარიულ დერბიში "ინგოლშტადტისგან" გაუშვა და აგებდა კიდეც, მაგრამ მაინც იძალა.

თანაც, "კარლიტოს" გუნდს ჯერ მაქსიმუმი სულაც ა უჩვენებია, არც ეს და არც ის ფაქტი, რომ "ბაიერნს" ზედიზედ 10-ჯერ ჰყავს დედაქალაქელები დამარცხებული, ჯამში ბურთების შეფარდებით 30:6, არ ნიშნავს, რომ მიუნხენელებს მოგება გარანტირებული აქვთ ან გინდა თუ არა ადვილი მატჩი ექნებათ "ალიანც არენაზე". თუმცა მასპინძლები ულაპარაკო ფავორიტები არიან და თან თუ სწრაფი გოლიც გაიტანეს მერე მათი შეჩერება ბერლინის კედელსაც აღარ გამოუვა, რომელიც დიდი ხანია, დაინგრა.

ვთქვათ ისიც, რომ ანჩელოტიმ ახალი რეკორდი დაამყარა, მან სეზონის სასტარტო 6 მატჩი მოიგო "ბიერნთან" ერთად. წინა რეკორდი ოტმარ ჰიტცფელდს ეკუთვნოდა - მიჯრით 5 მოგება.

იტალიელი დუგლას კოშტას ვერ დაიხმარს. ბრაზილიელმა ტრავმა მიიღ და ექიმებმა ჯერ ზუსტად არ იციან თუ რამდენი ანი გაუცდება მას. თუმცა "ბაიერნში" იმხელა კონკურენციაა და კლუბის თამაში იმდენად მრავალმხრივი ხდება, რომ როგორი სათქმელია და, წინა სეზონში კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის არყოფნაც კი ალბათ, ისეთი შესამჩნევი არ იქნება.

ესპანეთი. ლა ლიგა.
IV ტური
ალავესი-დეპორტივო 0:0
ალავესი (5-4-1): პაჩეკო - კიკო, ლაგუარდია, ალექსისი, რ. გარსია, ტ. ერნანდესი - ე. მენდესი (62. კატაი), მ. ლორენტე, მ. გარსია, ი. გომესი (71. ტოკერო) - დეივერსონი (87. სანტოსი)
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ხუანფრანი, ალბენტოსა, არიბასი, ლუიზინიო - მოსკერა, ბორხესი - გამა (79. გილერმე), ფახრი, მორენო (70. ვალე) - ანდონე
გაფრთხილება: ალექსისი, დეივერსონი, რ. გარსია - გამა, არიბასი, ალბენტოსა, ანდონე
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 16-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-16 (1-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 16 840

V ტური
სამშაბათი. 20 სექტემბერი
მალაგა-ეიბარი 22:00
სევილია-ბეტისი 00:00

ოთხშაბათი. 21 სექტემბერი
რეალი-ვილიარეალი 22:00
სელტა-სპორტინგი 22:00
სოსიედადი-ლას პალმასი 00:00
გრანადა-ბილბაო 00:00
ბარსელონა-ატლეტიკო 00:00

ხუთშაბათი. 22 სექტემბერი
ოსასუნა-ესპანიოლი 22:00
დეპორტივო-ლეგანესი 22:00
ვალენსია-ალავესი 00:00

ბომბარდირები: 4 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა).

გერმანია. ბუნდესლიგა. IV ტური
სამშაბათი. 20 სექტემბერი
ვოლფსბურგი-დორტმუნდი 22:00
ინგოლშტადტი-აინტრახტი 22:00
დარმშტადტი-ჰოფენჰაიმი 22:00
ფრაიბურგი-ჰამბურგი 22:00

ოთხშაბათი. 21 სექტემბერი
ბაიერნი-ჰერტა 22:00
ლევერკუზენი-აუგსბურგი 22:00
შალკე-კიოლნი 22:00
ვერდერი-მაინცი 22:00
ლაიპციგი-გლადბახი 22:00

ბომბარდირები: 5 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 4 - იოელ პოჰიანპალო (ლევერკუზენი).

იტალია. სერია A. V ტური
სამშაბათი. 20 სექტემბერი
მილანი-ლაციო 22:45

ოთხშაბათი. 21 სექტემბერი
ბოლონია-სამპდორია 20:30
ატალანტა-პალერმო 22:45
კიევო-სასუოლო 22:45
ემპოლი-ინტერი 22:45
ჯენოა-ნაპოლი 22:45
იუვენტუსი-კალიარი 22:45
პესკარა-ტორინო 22:45
რომა-კროტონე 22:45
უდინეზე-ფიორენტინა 22:45

ბომბარდირები: 5 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 4 - კარლოს ბაკა (მილანი), ანდრეა ბელოტი (ტორინო), მარკო ბორიელო (კალიარი), მაურო იკარდი (ინტერი), ფრანკ კესიე (ატალანტა), არკადიუშ მილიკი (ნაპოლი).

საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური
სამშაბათი. 20 სექტემბერი
ლილი-ტულუზი 21:00
პსჟ-დიჟონი 23:00

ოთხშაბათი. 21 სექტემბერი
ნიცა-მონაკო 21:00
ლიონი-მონპელიე 21:00
ბასტია-ნანსი 21:00
ანჟერი-კაენი 21:00
ნანტი-სტ. ეტიენი 21:00
გენგამი-ლორიანი 21:00
მეცი-ბორდო 21:00
რენი-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 6 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 5 - ედინსონ კავანი (პსჟ), მევლუთ ერდინჩი (მეცი); 4 - მარტინ ბრაიტვაიტი (ტულუზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული