დიდიე დროგბამ აშშ-ში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლეგენდარულმა კოტდიუვარელმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ აშშ-ის ჩემპიონატის მორიგ ტურში ჰეთ თრიქი შეასრულა.

დროგბას გუნდმა "მონრეალ იმპაკტმა" "ფილადელფია უნიონს" უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

დროგბამ პირველი სამი გოლი გაიტანა და უკვე 52-ე წუთისთვის მისი გუნდი 3:0-ს იგებდა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში დროგბას ანგარიშზე უკვე 8 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ბევრი საქართველოს დროშა ფრიალებს მოედანზე. ეჰ რამდენი ჩვენი მოქალაქეა გადახვეწილი საზღვარგარეთ.
Viktori
18:59 24-07-2016
0

სიახლეები პოპულარული