ახალი ზელანდიის ფეხბურთელთა ნაკრებმა კონფედერაციათა თასზე თამაშის უფლება მოიპოვა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ფეხბურთელთა ნაკრებმა კონფედერაციათა თასზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელსაც 2017 წელს რუსეთი უმასპინძლებს.

ახალზელანდიელებმა ოკეანიის ერთა თასის ფინალში ახალ გვინეას, უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ, პენალტების სერიაში 4:2 სძლიეს.

ამრიგად, ახალი ზელანდიის ნაკრები მეექვსე მონაწილე გახდა ტურნირისა, რომელშიც კონტინენტების ჩემპიონები ითამაშებენ. ოკეანიის წარმომადგენელთა გარდა, კონფედერაციათა თასზე მასპინძელი რუსეთი, 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებული გერმანია, 2015 წლის აზიის თასის მფლობელი ავსტრალია, კოპა ამერიკა 2015-ის გამარჯვებული ჩილე და კონკაკაფის 2015 წლის ოქროს თასის მფლობელი მექსიკა ითამაშებენ.

ტურნირის კიდევ ორი მონაწილის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.
ერთ საგზურს ევრო 2016-ის ტრიუმფატორი მიიღებს, მეორეს - 2017 წლის აფრიკის თასის გამარჯვებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული