სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
კრიშტიანო რონალდოს 7 ყველაზე გახმაურებული სკანდალი
AutoSharing Option
13:22 04-03-2016
კრიშტიანო რონალდოსათვის სკანდალები ახალი ხილი არ არის. "ატლეტიკოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ პორტუგალიელი მორიგ სკანდალში გაეხვა.

"ყველა ისე რომ თამაშობდეს "რეალში", როგორც მე, პირველები ვიქნებოდით. პრესაში სულ იწერება, რომ მე ვუკლებ, მაგრამ ციფრები არ იტყუება. არ მინდა, პარტნიორები გავაკრიტიკო, მაგრამ "რეალს" სჭირდება ბევრი ისეთი ფეხბურთელი, როგორებიც არიან ბენზემა და მარსელო. მე მომწონს ბეილთან ერთად თამაში. მის გარეშე გვიჭირს. იგივე სიტუაციაა მარსელოსთან დაკავშირებით", - თქვა რონალდომ.

პორტუგალიელის ყველა სიტყვა ისეთი სისწრაფით ვრცელდება, როგორითაც გარეთ ბეილი დარბის. მით უმეტეს, თუ რონალდოს გამონათქვამები სკანდალურია. მას გაუხსენეს დანარჩენი 6 ყველაზე ცნობილი სკანდალი და ისიც, რომ თითქმის არც ერთ გადამწყვეტ შეხვედრაში მინდორზე არ ჩანს.

თავად რონალდომ უკან დაიხია. მან ჯერ "მარკაში" დარეკა და ყველაფერი უარყო, მერე კი პარტნიორებს ბოდიში მოუხადა. პირველ სკანდალზე უკვე ითქვა. ჩვენ კი რონალდოს დანარჩენ სკანდალურ ქრონიკას მივყვეთ...

დემარში პრესკონფერენციაზე
ამ ზამთარს რონალდოს პირველი გაუგებრობა არ მოსვლია პრესასთან. რამდენიმე ხნის წინ, როცა "რეალმა" რომში ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, იტალიელმა ჟურნალისტებმა პრესკონფერენციაზე კრიშტიანოს რამდენჯერმე "უჩხვლიტეს". მაგალითად, ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო - რატომ გააქვს ასე ცოტა მას გასვლით შეხვედრებში.

რონალდომ გაბრაზება ვერ დაფარა. "შეგიძლიათ, თუნდაც ერთი ფეხბურთელი დაასახელოთ, რომელმაც მას შემდეგ, რაც მე ესპანეთში გადავედი, ჩემზე მეტი გაიტანა გასვლაზე? არ შეგიძლიათ? იმიტომ, რომ ასეთი არ არსებობს." ეს იყო და, პორტუგალიელმა პრესკონფერენცია დატოვა. მეორე დღეს რონალდომ "რომას" ულამაზესი გოლი გაუტანა.

ჩაშლილი ინტერვიუ
ეს ინტერვიუ რონალდომ ესპანური CNN-ის ჟურნალისტს, ანდრეას ოპენგეიმერს მისცა. ის მხოლოდ ყურსასმენებს უნდა მიძღვნოდა, რომელიც კრიშტიანოს სახელობისაა. ჟურნალისტმა კი ფიფას სკანდალებსა და კორუფციაზე დაიწყო საუბარი.

მისი თქმით, კრიშტიანო თავიდანვე დათანხმდა ამაზე. პორტუგალიელმა რამდენჯერმე აარიდა თავი ამ თემაზე საუბარს, ჟურნალისტს კი ეს უფრო აინტერესებდა, ვიდრე ის, თუ რაზე საუბრობენ "რეალის" გასახდელში. როცა ჟურნალისტი ისევ დაუბრუნდა მისთვის საინტერესო თემას, რონალდომ გადასაღები მოედანი დატოვა.

"ეს სისულელეა. ფეხებზე მკიდია ფიფა და ყატარი", - ამბობდა ის.

მხიარულება 0:4-ის შემდეგ
2015 წელი კრიშტიანო რონალდოსათვის დიდებულად დაიწყო. მან "ოქროს ბურთი" მოიგო და გახარებულმა მიმართა საზოგადოებას. ყველამ ვიცით, ცხოვრებაში აღმართს დაღმართი მოსდევს და პირიქით. რონალდო მალე დაშორდა ირინა შეიკს, მერე იყო სკანდალი "კორდობას" ბრაზილიელ ედიმართან, რასაც კრიშტიანოს დისკვალიფიკაცია მოჰყვა.

"ატლეტიკოსთან" 0:4 დამარცხების შემდეგ კრიშტიანომ ხმაურიანად აღნიშნა თავისი დაბადების დღე. ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეში ამბობდა, რომ რონალდოს არ უნდოდა დაბადების დღის აღნიშვნა, პორტუგალიიდან უამრავი სტუმარი რომ არ ჩამოსულიყო. საინტერესოა, რომ რონალდო "რეალიდან" იმ დღეს მხოლოდ სამი ხედირამ და ხამეს როდრიგესმა დააფასეს.

ცივი ომი პლატინისთან
მიშელ პლატინისა და რონალდოს ურთიერთობა იმთავითვე არ აეწყო. 2014 წლის დეკემბერში მსოფლიო ფეხბურთის ფრანგმა ლეგენდამ განაცხადა:

"მე არ ვმონაწილეობ "ოქროს ბურთის" ლაურეატის არჩევაში, მაგრამ ის უნდა იყოს მსოფლიოს ჩემპიონი, რომელიმე ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებიდან".

რონალდომ ეს ფრაზა მაშინ გაიხსენა, როცა "რეალმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მაშინ მან პლატინის ხელი არ ჩამოართვა.

უარი ავტოგრაფზე
2012 წლის ივნისში კრიშტიანო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებოდა. მაშინ მან 10 წლის გოგონა გააბრაზა. მან ბავშვს უარი უთხრა ავტოგრაფზე. ბავშვის გაბრაზებული მამა ფელიპე კი ლისაბონის ერთ-ერთ გაზეთში მივიდა და ხმაური ატეხა.

რონალდოს შემდეგი არგუმენტი ჰქონდა: გოგონას "ბარსელონას" მაისურა ეცვა. მამის განმარტებით, ეს იყო დედის საჩუქარი.

თანაგუნდელების ბოიკოტი
2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე კრიშტიანოს კონფლიქტი ჰქონდა თანაგუნდელებთან. მოგეხსენებათ, სასტარტო შეხვედრა პორტუგალიამ გერმანიასთან წააგო. რონალდო სწრაფად შევარდა გასახდელში და კაპიტნის სამკლავური შემოიხია.

უხეში საუბარი შედგა რონალდოსა და გუნდის მაშინდელ დამრიგებელს, პაულუ ბენტუს შორის. პორტუგალიელი ჟურნალისტების თქმით, მაშინ კრიშტიანოს მთელმა გუნდმა გამოუცხადა ბოიკოტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
You must have Flash Player installed in order to see this player.
avimusaifi
16:58 04-03-2016
პატარა კაცი ხარ ,,კრიშტინა´´ პატარა გულით.. ჟოზესავით... ;-) ვეღარასდროს გახდები პელეს, მარადონას და მით უმეტეს მესის დონის..