ფიფაში მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის პირველ ეტაპზე 4.5 მილიონი განაცხადი შევიდა

AutoSharing Option
ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის პირველი ეტაპის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე ფიფაში 4.5 მილიონი განაცხადი შევიდა.

ბილეთების მყიდველების უმეტესობა ბრაზილიელი გულშემატკივარია, რომლებიც მზად არიან, 3.4 მილიონი ბილეთი იყიდონ.

არგენტინელებმა 223 685 განაცხადი გააგზავნეს, ხოლო ამერიკელებმა - 175 122.

ჯამში განაცხადები 200 ქვეყნიდან შევიდა. ვარაუდობენ, რომ საერთო ჯამში 3.3 მილიონი ბილეთი გაიყიდება, პირველ ეტაპზე კი 1 მილიონი ბილეთი იქნება ხელმისაწვდომი.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული