რობინ ვან პერსი: დავამტკიცებ, რომ კაპიტნის სამკლავურს ვიმსახურებ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, რომელმაც უესლი სნეიდერის არყოფნაში ჰოლანდიის ნაკრების კაპიტნის სამკლავური მიიღო, განაცხადა, რომ ახალი ფუნქცია მას არ შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ჰოლანდიისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება.

"ამაყი ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა დამეკისრა. შე
ვეცდები, ყველას დავუმტკიცო, რომ კაპიტნის სამკლავურს ვიმსახურებ. ამასთან ერთად, ჩემს თავთან მართალი უნდა ვიყო. რადგან კაპიტანი ვარ, სხვანაირად მოქცევას არ დავიწყებ", - თქვა ვან პერსიმ.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფორვარდის დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში 2005 წელს შედგა. ვან პერსიმ 76 შეხვედრაში
35 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული