The Greatest XI: პლანეტის ყველა დროის საუკეთესო ნაკრები

AutoSharing Option
ჟურნალმა World Soccer-მა ჟურნალისტების, მწვრთნელების, ყოფილი და თანამედროვე ფეხბურთელების მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა ერთი მიზნით - დასახელებულიყო მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები.

გამოკითხულებმა 4-4-2 სქემით შეადგინეს საუკეთესო თერთმეტეული.

შედეგი სამართლიანი, თუმცა საოცარია, რომ მსოფლიოს ყველა დროის ნაკრებში ვერ მოიძებნა ადგილი კრიშტიანო რონალდოსთვის, ვერც ჯორჯ ბესტისთვის, ეუსებიოსთვის, მიშელ პლატინისთვის, ბობი ჩარლტონისთვის და ტიერი ანრისთვის.

სიმბოლური ნაკრები

ინგლისს სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს, მსოფლიოს ჩემპიონი ბობი მური, რომელსაც დაცვის ცენტრში პარტნიორობას ფრანც ბეკენბაუერი უწევს. ფლანგებზე ბრაზილიელი კაფუ და იტალიელი პაულო მალდინი არიან.

მეკარეთა შორის გამოკითხვაში პეტერ შმაიხელსა და დინო ძოფს ლეგენდარულმა საბჭოთა გოლკიპერმა, ლევ იაშინმა აჯობა.

სიმბოლური ნაკრების შუახაზი სუნთქვისშემკვრელი ტალანტებით არის გაძეძგილი: "რეალის" ყოფილი კერპი ზინედინ ზიდანი, თუ "მფრინავი ჰოლანდიელი" იოჰან კრუიფი, რომელთაც გვერდს ალფრედო დი სტეფანო და დიეგო მარადონა უმშვენებენ. რა თქმა უნდა, ამათში დაცვითი სტილის არც ერთია და ბალანსი ირღვევა. მაგრამ რეალობაში რომ წარმოვიდგინოთ ეს გუნდი, განა ასეთი ნახევარდაცვის პატრონი მეტოქეს შეტევას გააბედინებდა?

გადავიდეთ თავდასხმაზე, რომელსაც პელე და ლიონელ მესი აგვირგვინებენ. როგორც ხედავთ, ლეო ერთადერთია მოქმედი ფეხბურთელებისგან, რომელიც ამ გუნდში მოხვდა.

ვინ რამდენი ხმა მიიღო
სულ World Soccer-ის ჟიურიმ 102 ფეხბურთელი დაასახელა ნომინანტთა შორის. ყველაზე მეტი მათ შორის ბრაზილიელი და იტალიელია - 17-17. შემდეგ მოდის 13 გერმანელი, 8-8 ინგლისელი და არგენტინელი, 7 ჰოლანდიელი, 6 ფრანგი და ასე შემდეგ...აღსანიშნავია, ესპანელთა სიმწირე - ნომინანტთა შორის სულ სამი ესპანელი მოხვდა, ამდენი წარმომადგენელი უკვე არ არსებულ ქვეყანა საბჭოთა კავშირსაც კი ჰყავს.

მეკარეთა გამოკითხვაში ლევ იაშინმა 31 ხმა მიიღო. შემდეგ მოდიან: 2.გორდონ ბენქსი - 6 ხმა; 3.Dდინო ძოფი - 6; 4.პეტერ შმაიხელი - 5; 5.ჯიჯი ბუფონი - 5.
განაპირა მცველების გამოკითხვა ერთიანად ჩატარდა: 1.პაულო მალდინი - 48 ხმა; 2.კაფუ - 24; 3.კარლოს ალბერტო - 18; 4.რობერტო კარლოსი - 13; 5.ჯალმა სანტოსი - 11.

ცენტრალური მცველები: 1.ფრანც ბეკენბაუერი - 68 ხმა; 2.ბობი მური - 23; 3.ფრანკო ბარეზი - 22; 4.დანიელ პასარელა - 4; 5.ფაბიო კანავარო - 3.

ყველა ნახევარმცველი ერთ გამოკითხვაში მოექცა. შედეგები ასე განაწილდა: 1.დიეგო მარადონა - 64; 2.იოჰან კრუიფი - 58; 3.ზინედინ ზიდანი - 28; 4.ალფრედო დი სტეფანო - 24; 5.მიშელ პლატინი - 18; 6.გარინჩა - 15; 7.ჯორჯ ბესტი - 12; 8.კრიშტიანო რონალდო - 7; 9.ბობი ჩარლტონი - 5; 10.ლოთარ მათეუსი - 5.

ფორვარდები: 1.პელე - 56; 2.ლიონელ მესი - 11; 3.რონალდო - 9; 4.მარკო ვან ბასტენი - 5; 5.გერდ მიულერი - 4.

როგორც ხედავთ, ყველაზე მეტი ხმა ფრანც ბეკენბაუერმა მიიღო - 68. შემდეგ მოდიან დიეგო მარადონა (64), იოჰან კრუიფი (58), პელე (56) და პაულო მალდინი (48).

მეკარე: ლევ იაშინი (სსრკ)
ერთადერთი გოლკიპერი ფეხბურთის ისტორიაში, ვინც "ოქროს ბურთი" მოიპოვა. იაშინი იყო ერთი კლუბის, მოსკოვის "დინამოს" ერთგული, მსოფლიოში კი თავი საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშით გაითქვა. ამბობენ, რომ "შავ ობობას" კარიერაში 150-ზე მეტი პენალტი აქვს მოგერიებული. მან 270-ჯერ შეინახა კარი მშრალად. ლევ იაშინმა ითამაშა მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე, 1956 წელს მოიგო ოლიმპიადა, 1960 წელს კი - ევროპის ჩემპიონატი. 1963 წელს იაშინი "ბალონ დ'ორით" ანუ "ოქროს ბურთით" დააფასეს.

მარჯვენა მცველი: კაფუ (ბრაზილია)
ნამდვილი ბრაზილიური ტალანტი, ტექნიკურად ბრწყინვალე. კაფუმ ორჯერ, 1994 და 2002 წლებში მოიგო მუნდიალი. კაფუმ ყველაზე მეტჯერ ითამაშა ბრაზილიის ნაკრებში (142) და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. 2007 წელს "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ცენტრალური მცველი: ბობი მური (ინგლისი)
ინგლისელთა ერთადერთი კაპიტანი, რომელმაც ოცნება აისრულა და მსოფლიო თასი შემართა. პელე იხსენებს, რომ ყველაზე მეტად მურის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა, ხოლო ფრანც ბეკენბაუერი ინგლისელს "ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მცველს" უწოდებდა.

ცენტრალური მცველი: ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია)
"დერ კაიზერი" ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ გერმანელად მიიჩნევა. ერთადერთი, ვინც მუნდიალი მოიგო, როგორც ფეხბურთელმა (1974) და როგორც მწვრთნელმა (1990). ბეკენბაუერმა ახალი დატვირთვა შესძინა ლიბეროს როლს. ბეკენბაუერის ანგარიშზეა ბუნდესლიგის 4 ტიტული და 3 ჩემპიონთა თასი.

მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი (იტალია)
25-წლიანი საოცარი კარიერა "მილანში", 900-ზე მეტი თამაში, 26 ტროფეი. მათ შორის, 7-ჯერ იტალიის ჩემპიონობა და 5-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფი. პაულომ მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე ითამაშა და "სკუადრა აძურას" მაისურა 126-ჯერ მოირგო. ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, სერ ალექს ფერგიუსონმა მალდინი მის უსაყვარლეს თანამედროვე ფეხბურთელად დაასახელა.

ნახევარმცველი: ალფრედო დი სტეფანო (არგენტინა)
ადამიანი, რომელმაც სამი ქვეყნის ნაკრებში ითამაშა (არგენტინა, კოლუმბია და ესპანეთი). ის იყო მადრიდის "რეალის" 50-იანი წლების გუნდის ლეგენდა. 1956-დან 1960 წლამდე "რეალმა" ზედიზედ 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი. დი სტეფანომ "სამეფო კლუბში" სულ 300-ზე მეტი გოლი გაიტანა. დი სტეფანოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სრულყოფილ ფეხბურთელს უწოდებენ. თავად მას აქვს ნათქვამი, რომ ნაღდ ვარსკვლავს 11-ვე პოზიციაზე უნდა შეეძლოს თამაშიო.

ნახევარმცველი: იოჰან კრუიფი (ჰოლანდია)
"ოქროს ბურთის" სამგზის გამარჯვებული (1971, 1973, 1974). კრუიფი ტოტალური ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ინოვატორად მიიჩნევა. მას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა "აიაქსსა" და "ბარსელონაში". მსოფლიოში მილიონობით ბავშვი ცდილობდა "კრუფის ფინტის" გამეორებას.

ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)

ფეხბურთის დიდოსტატი, რომელმაც ფეხბურთში ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელია: "იუვენტუსში", "რეალში" თუ საფრანგეთის ნაკრებში თამაშით.

ნახევარმცველი: დიეგო მარადონა (არგენტინა)
ტექნიკურად უზადო, ჯირკვივით ძლიერი მარადონა შეუჩერებელი იყო, როცა ბურთს მოიგდებდა. ყველას ახსოვს საოცარი გოლი ინგლისის ნაკრების კარში 1986 წლის მუნდიალზე, რომელიც მარადონამ თავის ქვეყანას მოაგებინა. "ნაპოლიში" ლეგენდად იქცა.

თავდამსხმელი: პელე (ბრაზილია)
ფეხბურთის მეფე! "ტიტული", რომელიც ყველა ნაღდ ტიტულზე მეტია. ის "სანტოსში" 18 წელი თამაშობდა და კარიერაში ათასზე მეტი გოლი (619 გოლი ბრაზილიურ ჩემპიონატებში) გაიტანა! სამჯერ (1958, 1962 და 1970) მოიგო მუნდიალი.

თავდამსხმელი: ლიონელ მესი (არგენტინა)
ლეო ჯერ 26 წლისა და კიდევ დიდხანს მოუწევს თამაში და ვინ იცის, კიდევ რა სიმაღლეებს მიაღწევს. კაცმა რომ თქვას, ახლა მას მხოლოდ სანაკრებო ტიტულები აკლია, თორემ სხვა... მესიმ ზედიზედ სამჯერ მოიგო "ოქროს ბურთი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
WORLD SOCCER-მა ვისენტე დელ ბოსკე 2012 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 19 /
qutaiseli შენ საერთოდ ვისთანე ხარ ბიძიე სიმონ.

მე ვთქვი:

”ზიდანი ნახევარმცველებში მესამეა ხმებით. სასაცილოა აბა რა არის.

არასოდეს არ წყალობდა World Soccer ზიდანს. ვინც მცოდნეა ის მიხვდება.”

რა როლანდო, ეგ პრეტენზიები მესისთან უბდა გქონდეს, მესი ჩასვევს მის მაგივრად. ზიდანს რაც შეეხება, შენ რონალდოს ისე აგიკენწლიდა როგორც არაფერი, ამის ფაქტიცაა. მორჩა. როლანდო კიარა კაცი პელეს და მარადონას ეჭიდავება. რა რონალდო და კრუიფი
Darko
17:56 16-02-2016
0
რონალდო უნდა იყოს აპა მეხორ აუნდა ვიყო მაგ სიაში კაცმა ორი მსოფლიო მოიგო ბომბარდირი გახდადა დასაერთოდ რასაუბარია აქ არუნდა იყოს დაეგეთები ზიდანი რატო უნდა იყოს კიჭაზე წინ რითი ჯობდა არადა ზიზუ მართლა კარგი იყიო მაგრამ არა უკეთესი კიჭაზე გინდ კრუიფი და გინდ მესი.
qutaiseli
14:55 16-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული