ლიონელ მესი - კოპა ამერიკის ნაცვლად სასამართლოში?!

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, 2016 წლის ამერიკის თასის გათამაშების (კოპა ამერიკა) პირველი მატჩი გამოტოვოს. ამის შესახებ El Mundo იუწყება.

მიზეზი ისაა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელი, რომელიც სამ საგადასახადო დანაშაულის საქმეშია ბრალდებული, ესპანეთის სასამართლოში ჩვენების მისაცემად უნდა წარდგეს. სავარაუდოდ, საქმეზე მოსმენა ოთხ დღეს გასტანს და შესაბამისად, მესი ვერ შეძლებს 6 ივნისს, ჩილეს ეროვნულ გუნდთან დაგეგმილ მატჩში არგენტინის ნაკრების ღირსების დაცვას.

რაც შეეხება მესის ბრალეულობას, ფეხბურთელს 2007-09 წლების პერიოდში 4,1 მლნ ევროს ოდენობის გადასახადებისთვის თავის არიდებას აბრალებენ. ესპანეთის სახელმწიფო ადვოკატურა ლეოს
22,6-თვიანი პატიმრობითა და ფულადი ჯარიმით დასჯას ითხოვს. პროკურატურა კი, თავის მხრივ, ამ საქმეში დამნაშავედ ფეხბურთელის მამას მიიჩნევს და მის 18-თვიანი პატიმრობით დასჯას ითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული