MLS და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ვიდეოგამეორების შემოღებისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
MLS და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ვიდეოგამეორების სისტემის შემოღებისთვის ემზადებიან.

MLS და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ვიდეოგამეორების სისტემის ტესტირებით არიან დაინტერესებულები, - იტყობინება ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.

ვიდეოგამეორების სისტემის პოტენციური გამოყენება ამ კვირას ორი საკონსულტაციო ჯგუფის განხილვის თემა გახდა, რომლებიც საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (IFAB) დახმარებისთვის შეიქმნა.

ამჟამად ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება აკრძალულია და ამაზე თანხმობა IFAB-მა უნდა განაცხადოს.

გარდა ამისა, განხილვის თემა დამატებით დროში მეოთხე შეცვლისა და ტრავმის შემთხვევაში დროებითი შეცვლების შემოღება გახდა.

საფეხბურთო წესების ახალი ფორმატი შესაძლოა 2016/17 წლების სეზონში მიიღონ, თუ
აღნიშნულ წესებს IFAB-ის ყოველწლიური კრება, რომელიც მარტში გაიმართება, დადებითად შეაფასებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული