პსჟ: არსენ ვენგერი პარიზში?

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" ლონდონის "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერს არ ეშვება. პარიზელები უნაი ემერის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და შესაძლოა, 10,5 მილიონი ევროც გადაუხადონ კომპენსაციის სახით, ოღონდ კი მასთან თანამშრომლობა გაწყვიტონ.

აქამდე "პარკ დე პრენსს" ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ლუი ვან გაალი დაუკავშირეს. ახლა ვენგერის სახელმაც გაიჟღერა, რომელმაც აქამდე უკვე ორჯერ შეუთვალა უარი პსჟ-ს. თუმცა მუსიე არსენმა სეზონის ბოლოს შესაძლოა, მართლაც დატოვოს "არსენალი". ასე რომ, ახლა ვენგერის გადაბირების შანსი უფრო მაღალია.

თავის მხრივ, "მეთოფეების" სავარაუდო მწვრთნელებად "ლაიპციგის" ჰაზენჰუტლსა და სიმეონეს ასახელებენ. თუმცა "ჩოლომ",
რომელიც ადრე თუ გვიან მილანის "ინტერში" აპირებს წასვლას, მაგრამ პრემიერლიგაშიც უნდა საკუთარი ძალების გამოცდა, აღნიშნა, რომ მიუხედავად "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის შემცირებისა, შესაძლოა, "ათლეტებში" კიდევ საკმაო ხნით შემორჩეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული