ბლეზ მატიუდი "პარი სენ-ჟერმენს" ტურინის "იუვენტუსში" გაშვებას სთხოვს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი ბლეზ მატიუდი უახლოეს დღეებში კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრასა და ტურინის "იუვენტუსში" მისი გაშვების შესაძლებლობაზე დალაპარაკებას გეგმავს. ამის შესახებ Sky Sports Italia იუწყება.

მანამდე მედიაში დაიწერა, რომ საფრანგეთის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონებს მათ გუნდში გადასვლაზე თანხმობა უკვე შეუთვალა.

გასულ სეზონში ჰავბეკმა 48 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და შეასრულა 9 საგოლე გადაცემა. ევრო 2016-ზე 7 შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე პასი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული