L'Equipe: "პარი სენ-ჟერმენი" უნაი ემერის ოფიციალურად ამ კვირაში წარადგენს

AutoSharing Option
ევროპალიგის გამარჯვებული "სევილიის" მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ამ კვირაში ოფიციალურად წარადგენენ "პარი სენ-ჟერმენის" ახალი თავკაცის პოსტზე. ამის შესახებ L'Equipe-ი იუწყება.

ესპანელი სპეციალისტი "სევილიის" ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გასაწყვეტად ბოლო დეტალებს ათანხმებს. ამის შემდეგ უნაის პსჟ-ში დანიშვნას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

სავარაუდოდ, პარიზული კლუბი 44 წლის სპეციალისტს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს, რომლის პირობები უკვე შეთანხმებულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული