"მილანის" გაყიდვა 3 მარტისთვის გადაიდო

AutoSharing Option
"მილანის" ჩინური კონსორციუმისთვის, Sino-Europe Sports-ისთვის მიყიდვის პროცესი ჭიანურდება. ამის შესახებ Football Italia იუწყება.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის მფლობელ სილვიო ბერლუსკონის "მილანი" 13 დეკემბერს უნდა გაეყიდა, მაგრამ ეს გამოცხადებულ ვადაში აღარ მოხერხდება. გამოცემის ცნობით, გარიგების დასრულება მომავალი წლის 3 მარტისთვის გადაიდო.

რა გახდა "მილანის" გაყიდვის გადადების მიზეზი, უცნობია. ცნობილია ის, რომ Sino-Europe Sports-მა 12 დეკემბრისთვის 100 მლნ ევროს ოდენობის დამატებითი დეპოზიტი უნდა გაიღოს.

ცოტა ხნის წინ ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ თუკი ჩინელებთან გარიგება ჩაიშლება, "მილანი" განვითარების სხვა კურსს აირჩევს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლა მოსაბეზრებელი გახდა ეს ყიდვა გაყიდვა.
კიკოლა
17:55 07-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული