"მილანის" ახალი სტადიონის წლიური შემოსავალი, სავარაუდოდ, 74 მლნ ევრო იქნება

AutoSharing Option
"მილანის" ახალი სტადიონის სავარაუდო შემოსავლის მოცულობა გახდა ცნობილი.

Gazzetta dello Sport-ის გათვლით, ახალი სტადიონი ყოველწლიურად კლუბს 74 მილიონ ევროს მოუტანს.

51 მილიონი ევრო გაყიდული ბილეთებიდან შემოვა, ხოლო 15 მილიონი სტადიონის სახელის უფლება ეღირება. გარდა ამისა, 8 მილიონს კლუბი მატჩებისგან თავისუფალ დღეებში მიიღებს.

სტადიონის სახელის შეძენის პრიორიტეტული უფლება "მილანის" სატიტულო სპონსორს, Emirates-ს ექნება. ამ შემთხვევაში სტადიონს Emirates Stadium Milan ერქმევა, თუმცა სტადიონის სახელის უფლება შეიძლება სხვა კანდიდატებზეც გაიყიდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული