მილანი-ლაციო 0:1 - ფილიპო ინძაგი მაინც დაინდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 იანვარს გამართულ იტალიის თასის მეოთხედფინალში "მილანმა" შინ 0:1 წააგო "ლაციოსთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ რომაელებმა მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ითამაშეს - მსაჯმა 45-ე წუთზე სტუმართა ალბანელი ლეგიონერი ლორიკ ცანა გააძევა.

გამარჯვების მომტანი გოლი კი "ლაციომ" მანამდე, 38-ე წუთზე, პენალტით გაიტანა. თავი ლუკას ბილიამ გამოიჩინა.

თამაშის შემდეგ იტალიურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გადაიდო "მილანის" თავკაცის, ფილიპო ინძაგის მოხსნა, მას კიდევ ერთ თამაშს აცლიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული