"პარმას" ახალი პრეზიდენტი ჰყავს

AutoSharing Option
"პარმას" ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამიერიდან კლუბს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. ბუნებრივია, შეიცვალა მფლობელი და პრეზიდენტი - "პარმას" პირველი პირია პიეტრო დოკა, რომელმაც კლუბი ტომაზო გირარდისგან გამოისყიდა.

ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ფაბიო ჯორდანო დაიკავებს, ხოლო გენერალური დირექტორი ისევ პიეტრო ლეონარდი იქნება - ეს უკანასკნელი გირარდის დროსაც ამ თანამდებობაზე იყო.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ არის პიეტრო დოკა? - იტალიელი ბიზნესმენი, რომლის შესახებაც აქამდე საფეხბურთო სამყარომ ბევრი არაფერი იცოდა. ბოლო პერიოდში, მუდმივად იმაზე საუბრობდნენ, რომ "პარმას" კვიპროსელი და რუსი ბიზნესმენების გუნდი ყიდულობდა,
მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - იტალიელი სპორტული ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ პიეტრო დოკას უკან სწორედ უცხოელი ინვესტორები დგანან.

რას აპირებს "პარმას" ახალი მფლობელი და როგორია მისი გეგმები, ჯერჯერობით უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული