ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" ისკოს მიწვევა სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალის" ნახევარმცველით ისკოთი დაინტერესდა. ამის შესახებ Mirror იუწყება. წყაროს ცნობით, ინგლისური გრანდი ფეხბურთელის შეძენას ზამთრის სატრანსფერი ფანჯრის პერიოდში ეცდება.

ცნობილია, რომ ისკო ვერ სარგებლობს "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზიდენინ ზიდანის ნდობით მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი სპეციალისტი სეზონის დაწყების წინ მისი გაშვების წინააღმდეგი იყო.

თავის მხრივ, მოურინიოს სათადარიგოთა სკამზე უეინ რუნის დასმა აქვს გადაწყვეტილი და ამ შემთხვევაში, შემადგენლობაში ისკოს გამოჩენა კარგი მიზეზი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, მანკუნიანელები ისკოს იჯარით აიყვნენ თუ მის გამოსყიდვას შეეცდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული