ახლა უკვე პოჩეტინოც - "ჩელსი" არგენტინელთან მოლაპარაკებებს წარმატებულად აწარმოებს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ, შესაძლოა, ახალ სეზონში ლონდონური "ჩელსი" გაწვრთნას.

როგორც The Sunday Times-ი იტყობინება, "ჩელსის" ხელმძღვანელობამ 44 წლის არგენტინელ სპეციალისტთან მოლაპარაკებების წარმოება თებერვლის ბოლოს დაიწყო და ამ ეტაპზე კმაყოფილია კიდეც.

"ჩელსის' მოქმედი მწვრთნელი გუს ჰიდინკი კი, სავარაუდოდ, კლუბის რუსი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის მრჩეველი გახდება.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს "ტოტენჰემი" 29 ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლესტერს" 5 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული