"ლივერპული" ალექს ტეიშეირათი დაინტერესდა

AutoSharing Option
მერსისაიდული "ლივერპული" დონეცკის შახტარის ნახევარმცველით, ალექს ტეიშეირათი დაინტერესდა.

აღნიშნულ ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდელებმა 26 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ დონეცკელებს 24,5 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, კლუბის წარმომადგენლები კი ფლორიდაში იმყოფებიან, სადაც "შახტარი" ამჟამად ტურნირ Florida Cup-ზე ასპარეზობს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში ბრაზილიელის ანგარიშზე 22 გოლია.

შეგახსენებთ, რომ "შახტარს" Florida Cup-ზე ქართველი გიორგი არაბიძეც თან ახლავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული