Marca: ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" მანუელ პელეგრინი ჩაიბარებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" ჩაიბარებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ჩილელი სპეციალისტი გუს ჰიდინკის ადგილს დაიკავებს, რომელიც "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად სეზონის დასრულებამდე დაინიშნა.

ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მანუელ პელეგრინის სათამაშო სტილი ჟოზე მოურინიოსგან ძალიან განსხვავდება და სწორედ ამიტომ სურს მისი ხილვა მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტის" ზაფხულში პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული