"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ჯონ კარვერი იქნება

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" პრეზიდენტმა მაიკ ეშლიმ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჯონ კარვერს სეზონის ბოლომდე აცადოს.

ასე რომ, ალან პარდიუს ყოფილ ასისტენტს ოცნება აუხდა და შანსი მიეცა, რომ თავი გამოიჩინოს, რადგან მერე კიდევ უფრო დიდი ხნით დატოვონ "კაჭკაჭების" მთავარ მწვრთნელად.

კარვერი, რომელიც ნიუკასლშია დაბადებული, ბავშვობაში ამ კლუბის აკადემიაში ირიცხებოდა.

"ეს ჩემთვის საამაყო დღეა. აქ ბევრი ვიმუშავე და ბევრი ვისწავლე. ვიცი, რას ნიშნავს ეს კლუბი ამ ქალაქისა და ხალხისთვის" - განაცხადა კარვერმა.

შეგახსენებთ, რომ "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას კანდიდატურაც განიხილებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული