პაპის სისეს "ნიუკასლის" ახალი სპონსორი რელიგიური მოსაზრებით არ მოსწონს

AutoSharing Option
2013/14 წლების სეზონიდან ჩრდილოინგლისელთა სპონსორი საფინანსო კომპანია Wonga.com უნდა გახდეს, რომელიც ამისთვის წელიწადში 8 მილიონ ფუნტს გადაიხდის.

ფირმა სპეციფიკურ მოკლევადიან სესხებს იძლევა, რომელსაც მოკლედ შეიძლება ვუწოდოთ, როგორც "კრედიტი ხელფასამდე". "დეილი მეილის" ცნობით, "ნიუკასლს" ამის გამო სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან 26 წლის თავდამსხმელმა პაპის სისემ განაცხადა, რომ ის მუსლიმანია და რელიგიური გრძნობები არ მისცემს საშუალებას, "მევახშეთა ფირმის ლოგოტიპიანი მაისურით ითამაშოს".

პრობლემა მხოლოდ სისეში არ არის. "ნიუკასლში" ისლამის კანონებს მკაცრად იცავენ ასევე შეიხ ტიოტე და ჰატემ ბენ არფა. საინტერესოა, რომ "კაჭკაჭების" გენერალური
სპონსორი აქამდეც საფინანსო კომპანია "ვირჯინ მანი" იყო, მაგრამ სენეგალელს პრობლემა სწორედ Wonga.com-ის საქმიანობასთან აქვს.

ფეხბურთელების მხრიდან მსგავსი პროტესტი პირველი არ არის. ანალოგიური პრობლემა ჰქონდა რამდენიმე წლის წინ ესპანურ "სევილიაში" მალელ ფრედერიკ კანუტესაც, ვინც ონლაინ-კაზინო 888.com-ის სპონსორობა გააპროტესტა. საბოლოოდ ის თამაშზე კი დათანხმდა, მაგრამ კლუბის მიერ ორგანიზებულ სარეკლამო აქციებში მონაწილეობაზე თქვა კატეგორიული უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბენ არფა "ნიუკასლში" რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული